კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი გაეროს რეზოლუციას კონტრპროდუქტიულს უწოდებს

9 სექტემბერი, 2010
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს 64-ე ასამბლეის რეზოლუციას კონტრპროდუქტიულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას , მათ დასავლელ პარტნიორებს, ადრე თუ გვიან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამიოუკიდებლობის აღიარება მოუწევთ.

„საქართველოს მიერ ინიცირებულ ინიციატივას გაეროს წევრი ქვეყნების მეოთხედზე ოდნავ მეტმა დაუჭირა მხარი, რაც ეჭვქვეშ აყენებს ქართული მხარის თეზის, თითქოს თბილისის ინიციატივას უნივერსალური მხარდაჭერა ჰქონდა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, მიღებულ დოკუმენტს არაფერი აქვს საერთო გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული დახმარების მიზნებთან და არ უწყობს ხელს პრობლემის მოწესრიგებას.

„ცხადია, პროექტის ავტორებს რეზოლუციის შედგენის დროს არ გაუთვალისწინებიათ არსებული რეალიები, კერძოდ ის, რომ რეგიონში უკვე ორი წელია, არსებობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამ რეალობასთან, როგორც საქართველოს ხელმძღვანელობას, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მათ მფარველებს შეგუება მოუწევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსულმა მხარემ ამ ტენდენციური რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ვინაიდან რეზოლუციის სახელწოდებაშიც კი, იგნორირებულია რეალურად არსებული ვითარება და აფახზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებად მოიხსენიება, სადაც გადაადგილებულ პირებს დაბრუნების უფლება აქვთ. საქართველოს რეჟიმი ჰუმანიტარული სიუჟეტის გაბერვას ცდილობს და სულაც არ ფიქრობს, არც ათასობით ქართველზე და არც - აფხაზებსა და ოსებზე.

„როცა ქართული მხარე უარს ამბობს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც მას ძალის გამოუყენებლობას იურიდიულად აკისრებს, დემაგოგიურად გამოიყურება ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარის მოწოდებები მყარი მშვიდობისა და ნდობის აღდგენისათვის ეფექტური ფორმების მოსაძიებლად“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსული მხარე მიიჩნევს, რომ 64-ე ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას შესაძლოა, გართულებები მოჰყვეს ისედაც რთულად მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც ერთადრეთი ფორმატია, რომლის დროსაც ქართული, აფხაზური და ოსური მხარის წრამომადგენლებს პირდაპირი დიალოგის, ჰუნამიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და პოზიციების შეჯერების საშუალება აქვთ.

„თბილისის მცდელობა, ამ პროცესში გენერალური ასამბლეა ჩართოს, ხელს არ შეუწყობს პრაქტიკულ საქმიანობისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას, აფხაზურ და სამხრეთოსურ მხარეებთან ნდობის აღდგენას და დევნილთა პრობლემების საკითხებში თანამშრომლობას“,- მიიჩნევენ მოსკოვში.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 7 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები