კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა ნათელაშვილი ნანობს, რომ პარლამენტში არ შევიდა

10 სექტემბერი, 2010
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ნანობს, რომ პარლამენტში არ შევიდა. ამის შესახებ ნათელაშვილმა „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ რომ პარლამენტში შევსულიყავით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს ცხინვალის ავანტიურა ვერ გაებედა. მას მართვადი პარლამენტი არ ეყოლებოდა, რომელიც სასურველ დასკვნას დაუწერდა. ეს დიდი შეცდომა იყო“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ბედს უჩივის და აცხადებს, რომ ჯერ ხელისუფლება არ უშვებდა პარლამენტში, შემდეგ კი - ოპოზიცია.

„ისინი, ვინც პარლამენტში არშესვლის ინიციატორები იყვნენ, სიამოვნებით შეცუნცულდნენ საკრებულოში“, - აღნიშნა ნათელაშვილმა და ოპოზიციონერი კოლეგები ალოგიკურ ქმედებებში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია არსებობს. „ერთი პარტიის სახელით რეგისტრირებული სახელისუფლებო კრიმინალური ბანდაა, მეორე კი „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც 15 წლის განმავლობაში არ გატყდა“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

როგორც „ლეიბორისტების“ ლიდერმა აღნიშნა, დანარჩენები პატარა ინტერესჯგუფები არიან, რომლებსაც „კვირაში ათი პარასკევი და 25 ოთხშაბათი აქვთ“.

შალვა ნათელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ოპოზიციური „ინტერესჯგუფები“ მალე ისეთ ძლიერ ოპოზიციურ პარტიებად ჩამოყალიბდებიან, რომლებთან თანამშრომლობაც პროგნოზირებადი იქნება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები