კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკული პენ-კლუბის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს

13 სექტემბერი, 2010
ბატონ პრეზიდენტს,

ასლი: ბატონ გენერალურ პროკურორს და ბატონ სახალხო დამცველს
 
თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ გწერთ ამერიკის შეერთებული შტატების პენ კლუბის 3 500 წევრის სახელით.  ეს არის საერთაშორისო პენ კლუბის ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია.  ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ რომ ჩვენი 3 კოლეგა ქართული პენ ცენტრიდან დაკავაბულ და გასამართლებულ იქნა სრულიად უსაფუძვლო 'ბოროტი დაუმორჩილებლობის" ბრალდებით და მათ შორის როგორც მინიმუმ ერთმა დაკარგა სამსახური მისი არაძალადობრივი ქმედებების გამო.
 
როგორც ჩვენ ვიცით, 2010 წლის 14 აგვისტოს პოეტებმა შოთა გაგარინმა, ალექს ჩიღვინაძემ და ირაკლი კაკაბაძემ მოაწყვეს აქცია ჯორჯ ბუშის სახელად წოდებული ქუჩისათვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევის მიზნით.  ამ აქციის დროს პოეტები კითხულობდნენ უოლტ უიტმენის ლექსებს და ხატავდნენ ჯორჯ ბუშის პლაკატს.  ამ პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით სამივე მათგანი დაპატიმრებულ იქნა. მათი დაპატიმრების ვიდეოჩანაწერი ნათლად აჩვენებს რომ ამ დროს მათ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ პოლიციისათვის და ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩაბარდნენ საკუთარი სურვილით და ყოველგვარი ინციდენტის გარეშე. 
 
მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვადასხვა წყაროების ცნობებზე და მათს შორის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ ვიგებთ რომ მათ მთელი ღამე პატიმრობაში გაატარებინეს და ისინი გახდნენ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ადრესატები და ბოლოს მათ მიუსაჯეს ჯარიმის გადახდა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლის 'პოლიციისათვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გაწევის' ბრალდებით.  ჩვენ ვიცით რომ მათ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება მაგრამ აქამდე არ გაგვიგია თუ ამ საჩივარს რაიმე რეაგირება მოჰყვა.
 
ჩვენ შეწუხელბულნი ვართ ჩვენი კოლეგების გადამეტებული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ფაქტთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს ჩვენ ვიცნობთ როგორც აქტივისტებს,რომელნიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არაძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ იმისათვის რომ სოციალური და პოლიტიკური პრობლემები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექციათ.  ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმა ფაქტით, რომ მათზე ძალა გამოიყენეს პატიმრობაში ყოფნისას.  ჩვენ აგრეთვე უაღრესად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით რომ მათი სასამართლო პროცესი დახურული იყო, სასამართლოზე და განაჩენში აღინიშნებოდა მრავალი წესის დარღვევა, იმის ჩათვლით რომ მოსამართლემ უარი თქვა ვიდეოფირის მტკიცებულების სახით ჩვენებაზე.  ამ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს რომ არავითარ წინააღმდეგობას მათი დაპატიმრების დროს ადგილი არ ჰქონია.
 
და ბოლოს, ჩვენ აღშფოთებულნი ვართ იმ ფაქტის გამო რომ პოეტი შოთა გაგარინი (მისი ფსევდონიმი) დათხოვილ იქნა მისი სამუშაო ადგილიდან, ჟურნალ „ტაბულადან“, სადაც იგი ტექსტების რედაქტირებას ეწეოდა მისი უკანონო დაპატიმრებისა და განაჩენის შემდეგ. როგორც ჩვენ ვიცით, მან საკუთარი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიიღო „ფეისბუქის“ სოციალურ გვერდზე მისი უფროსის განცხადებიდან. ეს ინფორმაცია, ჩვენი კოლეგების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად მეტად შემაშფოთებელია და სერიოზულ ეჭვებს აღძრავს საქართველოში სიტყვის თავისუფლების ხარისხის შესახებ. 
 
აქედან გამომდინარე ჩვენ გთხოვთ რომ პერსონალურად გადახედოთ ჩვენი კოლეგების შოთა გაგარინის, ალექს ჩიღვინაძის და ირაკლი კაკაბაძის დაპატიმრებისა და განაჩენის სამართლიანობის საქმეს და უზრუნველყოთ ის რომ მათ შეძლონ ამ განაჩენის სამართლიანად გასაჩივრება საზოგადოებისათვის ღია პროცესზე.  თქვენი ასეთი საქციელი საქართველოს მოქალაქეებისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე კარგი მტკიცებულება იქნება იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ძირეულ ადამიანის უფლებებს სამართლიანი სასამართლო პროცესისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
 
გულწრფელად,
კვამე ანტონი აპრაია, ამერიკის პენკლუბის პრეზიდენტი;
ლარი სიმსი, წერის თავისუფლებისა და საერთაშორისო პროგრამების დირექტორი

ახალი ამბები