კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელს „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე ქუჩაში პირის შეჩერების უფლება სასამართლოს ნებართვის გარეშე ეძლევა

14 სექტემბერი, 2010
პოლიციელს „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე ქუჩაში პირის შეჩერების უფლება ეძლევა, რისთვისაც მას სასამართლოს და პროკურატურის ნება არ დასჭირდება.

როგორც „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, ცვლილება „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის, თუმცა ამ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობა ტექნიკურ ცვლილებად მიიჩნევს და მას ტექნიკური ცვლილების პროცედურის მიხედვით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად კი, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. შეჩერების ვადა გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელი ასევე გონივრული ვადა უნდა იყოს.

პროექტის თანახმადვე, მოქალაქის შეჩერებისას პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეჩერებულ პირს გააცნოს საკუთარი ვინაობა და წარუდგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება. ასევე, პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას.

კანონპროექტითვე, შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში ერთჯერადად შეჩერების და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ცვლილების მიზანშეწონილობაა განმარტებული. კერძოდ, ნათქვამია, რომ ჩხრეკის ჩატარებისთვის აუცილებელია მოსამართლის განჩინება ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორის შესაბამისი დადგენილება. ზედაპირული შემოწმებისას კი ასეთი დოკუმენტის არსებობა საჭირო არ არის. ასევე, ჩხრეკის შემთხვევაში გამოიყენება გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტი - დასაბუთებული ვარაუდი, შეჩერების საფუძველი კი შეიძლება გახდეს მხოლოდ გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.

აღნიშნულ კანონპროექტზე და მის შესაძლო შედეგებზე გიორგი ცაგარეიშვილი, ხვალინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები