კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანია: „სამეგრელოში საგანგაშო ვითარებაა“

14 სექტემბერი, 2010
ირაკლი ალასანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილსა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ჭანტურიასთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალასანიამ 9-10 სექტემბერს ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და სენაკის რაიონების სოფლებში მისი ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში საგანგაშო ვითარებაა.

„ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს მოსახლეობის მთავარი პრობლემა გვალვით გამოწვეული ზარალია. ამ სოფელში, ისევე, როგორც სამეგრელოს უმეტეს სოფლებში, პრაქტიკულად განადგურებულია სიმინდის მოსავალი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კულტურა არის მთავარი საკვები სამეგრელოს რაიონის მოსახლეობისთვის, ცხადი გახდება, რომ მათ ამ ზამთარს ემუქრებათ შიმშილი, ხელისუფლება კი დროულად ჩარევას და სუბსიდიების გამოყოფას ჯერჯერობით არ აპირებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, რეგიონის პრობლემად რჩება მიწების დაკანონება. „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს ძლიერი სოფლის მეურნეობის სტრატეგია სჭირდება, რომელიც არ არსებობს. ალასანიას განცხადებით, თავად სამეგრელოს რაიონების სოფლების გამგებლები აღიარებენ, რომ პრობლემა მართლაც სერიოზულია და თვითმმართველობის ორგანოებს მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით არსებული საკითხების გადაჭრის პრაქტიკულად არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ.

ალასანიას ინფორმაციით, ჩხოროწყუს რაიონის მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ რაიონში სამსახური აქვთ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და აქტივისტებს, რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს კი, საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლება ელით.

„მსგავსი პრობლემებია დაბა ჯვარში, სენაკში, წალენჯიხასა და ზუგდიდში. სენაკის რაიონის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობას 21-ე საუკუნეში არ აქვს წყალი. სოფელში ააშენეს წყალსაქაჩი, რისთვისაც 80000 ლარი დაიხარჯა, თუმცა მილები სახლებამდე აღარ მიუყვანიათ. ბიუჯეტიდან ათასობით ლარი გამოიყო ასევე სოფლის ბორნის შეკეთებაზე, თუმცა ბორანი რეალურად არც შეკეთებულა“, - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ამ საკითხების განსახილველად სურს შეხვდეს რეგიონული განვითარების მინისტრს და მისგან მოისმინოს ახსნა-განმარტებები სამეგრელოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ალასანია დარწმუნებულია, რომ საქართველოს სხვა რეგინებშიც თითქმის ანალოგიური პრობლემები იქნება, თუმცა, იგი ამ ეტაპზე კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონის პრობლემების მოგვარებით დაკავდება, სხვა რეგიონების პრობლემების შესახებ ინფორმაციას კი ხელისუფლებას მათი მოინახულების შემდეგ მიაწვდის.

რაც შეეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორ გია ჭანტურიასთან შეხვედრის მოთხოვნას, ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში არ ვრცელდება მაუწყებლობლის მეორე არხი, რომელიც წესით ოპოზიციის ყველა აქტივობას უნდა აშუქებდეს, გაზეთები კი, შეზღუდული რაოდენობით იყიდება. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი გეგმავს გია ჭანტურიასთან შეხვედრას და მისგან პასუხის მოსმენა სურს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები