კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სავანეთის სკოლიდან 8 პედაგოგი გაანთავისუფლეს

14 სექტემბერი, 2010
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ინგა მიქელაძემ 8 პედაგოგი გაანთავისუფლა. „განათლების მინისტრმა ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტრო არც ახლა და არც წარსულში არ გეგმავდა პედაგოგთა განთავისუფლებას. ამბობდა, რომ საზოგადოებას ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭიდება პედაგოგები. ჩვენი სკოლის დირექტორმა ინგა მიქელაძემ კი ყოველგვარი ანგარიშსწორებისა და ბოლნისის რესურსცენტრის უფროსის, შორენას ხელდასმით გაგვანთავისუფლა“, – ეს არის წერილის შინაარსი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის განთავისუფლებულმა პედაგოგებმა პარლამენტის თავჯდომარეს მისწერეს. წერილს ხელს აწერენ განთავისუფლებული პედაგოგები: თეიმურაზ ალახვერდოვი, სევინჯ გულიევა, თარან ახმედოვა და ულქარ იუსუპოვა.

ბოლნისის რესურსცენტრის უფროსი შორენა გაბრიჭიძე პედაგოგების განთავისუფლებასთან მის რაიმე სახით კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებელთა მიღება და გაშვება სკოლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ხდება.

სავანეთის სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე გვიდასტურებს სკოლიდან 8 პედაგოგის განთავისუფლების ფაქტს. „მათ ძალიან ცოტა საათები ჰქონდათ. თავიდან კლასების დამრიგებლის ადგილები ჰქონდათ, მაგრამ კლასები შემცირდა და მათ ეს ადგილი დაკარგეს. პიროვნულად მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“, – ამბობს მიქელაძე.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები