კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ ვახტანგ მაისაიას ცემასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა

14 სექტემბერი, 2010
 
ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ვახტანგ მაისაიას ცემასთან დაკავშირებით წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) საერთაშორისო სამდივნო საგანგებოდ მიმართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლებს: პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილს, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი არსენიშვილს და სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს. წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ ვახტანგ მაისაიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია OMCT SOS ქსელის წევრისაგან - „ადამიანის უფლებათა ცენტრისგან“ მიიღო. გთავაზობთ მიმართვის სრულ თარგმანს:
 

განცხადებები ცუდი მოპყრობის, მუქარების, სათანადო სამართლებრივი პროცესისა და უსაფრთხოების უგულებელყოფის შესახებ.


წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) საერთაშორისო სამდივნომ მიიღო ახალი ინფორმაცია და ითხოვს თქვენს გადაუდებელ ჩარევას საქართველოში შექმნილ სიტუაციაში.

ახალი ინფორმაცია

წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნომ ინფორმაცია მიიღო ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC), OMCT SOS ქსელის წევრისაგან, რომლის თანხმადაც ბატონი ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი და სამხედრო ეხპერტი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავეს 2008 წლის 5 მაისს, სასტიკად სცემეს 2010 წლის 24 აგვისტოს გლდანის #8 საპრყობილეში, თბილისში.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 24 აგვისტოს, ბატონი ვახტანგ მაისაია, რომელმაც 2010 წლის 18 აგვისტოდან შიმშილობა გამოაცხადა, სასტიკად სცემა ციხის ოფიცერმა, მაისაიას მიერ თანამესაკნის კარცერში გადაყვანის გაპროტესტების გამო. მტკიცების თანახმად, მაისაია კედელს მიანარცხეს, კისერში სწვდნენ და სახესა და მუცელში დარტყმები მიაყენეს. მოგვიანებით, ციხის ექიმმა ვახტანგ მაისაია შეამოწმა, მაგრამ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები გამოუწერა. ექიმის მოხსენება ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა მაისაიას ადვოკატისათვის, რისთვისაც მან ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. თუმცა, ამ დრომდე, ეს თხოვნა არ შესრულებულა.

იმავე ინფორმაციის თანახმად, როცა მაისაიამ ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ ციხის ხელისუფლებასა და ადამიანის უფლებათა დამცველს შეატყობინა, ციხის ოფიცერი მას „გაქრობითა“ და უფრო მეტი ცემით დაემუქრა, რასაც ციხის ადმინისტრაცია  „თვით დამახინჯებად“ დაარეგისტრირებდა.

წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT) კიდევ ერთხელ წუხილს გამოთქვამს ბატონ ვახტანგ მაისაიასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს რეგიონალურ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის შესაბამისად, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ მიმართული გაეროს კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო შეთანხმების (ICCPR) დებულებების თანახმად.

წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების კომპეტენტურ წარმომადგენლებს გაატარონ სწრაფი, ეფექტური, სრული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, და მისი შედეგები გახადოს საჯარო რათა პასუხისმგებელი პირები კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და გამოყენებულ იქნას სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

OMCT ასევე წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპატივცემულობა გამოამჟღავნეს ბატონ მაისაიას იმ უფლებების მიმართ, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებით არის განმტკიცებული.

საკვანძო ინფორმაცია

OMCT-ს მიაწოდეს ინფორმაცია ვახტანგ მაისაიას, 2009 წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პოლიტოლოგისა და სამხედრო ექსპერტის სათანადო პროცესით უზრუნველყოფის ვალდებულების უგულებელყოფის თაობაზე.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, მართალია, ვახტანგ მაისაიას შეეძლო თავის ადვოკატთან ურთიერთობა, მაგრამ დაკითხვა განუწყვეტლივ ღამის საათებში ხორციელდებოდა მისი ადვოკატის დაუსწრებლად. ასევე, მიღებული ინფორმაციის თანახმად, მაისაიას ადვოკატისათვის მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 2009 წლის 17 მაისს და ისიც შეზღუდული გზით.

იმავე ინფორმაციის თანახმად, კონტრდაზვერვის განყოფილების მიერ დაკითხვისას, ვახტანგ მაისასიას დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, რის შემდეგაც მან, მტკიცების თანახმად, ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც  დანაშაული აღიარა და სხვა ორი პირის სახელიც წარმოადგინა. მოგვიანებით, მიღებული ინფორმაციის თანახმად, მაისაიამ აღნიშნული განცხადება დაადასტურა, როცა ისევ ძალადობით დაემუქრნენ. შემდეგ მას მოსთხოვეს კონტრდაზვერვის განყოფილებასთან თანმშრომლობა, რაზეც უარის თქმის შემთხვევაში, ის სასტიკ პირობებში მოხვდებოდა ციხეში. ვახტანგ მაისაიამ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, უარი თქვა ასეთ თანამშრომლობაზე. ზემოაღნიშნული მტკიცებები, მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ გამოძიებულა. 2010 წლის 29 იანვარს, ვახტანგ მაისაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წელი მიუსაჯა ჯაშუშობისათვის.

მოწოდება

გთხოვთ, მისწეროთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შემდეგი თხოვნით:

I. უზრუნველყონ ბატონ ვახტანგ მაისაიას ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ყველა ვითარებაში.

II. უზრუნველყონ ადვოკატისა და ოჯახის ხელმისაწვდომობა, დამოუკიდებელი ექიმის მიერ სამედიცინო შემოწმება, ადეკვატური სამედიცინო ყურადღება საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, წამებისა და სხვა არაჰუმანური თუ დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებისა და გაეროს პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების თანახმად.

III. მოითხოვონ მისი დაუყონებლივი გათავისუფლება დასაბუთებული სამართლებრივი ბრალდების არარსებობის შემთხვევაში, და თუ ასეთი ბრალდებები არსებობს, მათი წარდგენა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, კომპეტენტური და სამართლებრივი ტრიბუნალის წინაშე და მისი საპროცესო უფლებების უზრუნველყოფა მუდმივად;


IV. სწრაფი, ეფექტური, სრული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების განხორციელება მუქარებთან და ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით, რისი შედეგიც უნდა გაცხადდეს საჯაროდ რათა პასუხისმგებელი ადამიანები წარდგენილ იქნან კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის წინაშე და მათ მიმართ გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სანქციები.

V.  უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა მთელს ქვეყანაში ეროვნულ კანონებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ახალი ამბები