კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთდღიანმა წვიმამ ქუთაისი დატბორა

15 სექტემბერი, 2010
ერთდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქუთაისი დატბორა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე წყალი საცხოვრებელი სახლებში შევიდა და მოსახლეობა დააზარალა. დატბორილია რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების პირველი სართულები.

მოსახლეობა მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებთა  განმარტებით, ქუჩებში ღვარსადენები უხარისხოდაა გაკეთებული და წყლის გაწოვა არ ხდება.

„ერთდღიანი წვიმების დროს კი არა, ასეთი რამ ზამთარში არ მომხდარა. წყალი სახლებში არასოდეს შემოსულა. ეს იმის ბრალია, რომ წყლის გამწოვი ჭები არაა ხეირიანად გაკეთებული და გაწოვა არ ხდება. ყველაფერი უხარისხოდ კეთდება... რაც ეს ახალი გზის საფარი დაიგო, მის შემდეგაა ასეთ დღეში რომ ვართ. ხელისუფლებამ რამე თუ არ იღონა, ზამთარში შეიძლება უარესი მოხდეს,“ - აცხადებს მოსახლეობა.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც შექმნილ პრობლემას მოაგვარებს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები