კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

16 სექტემბერს, 13:00 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აწყობს პრესკონფერენციას ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით.

16 სექტემბერს, 13:00 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აწყობს პრესკონფერენციას ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით.

უპრეცედენტო უკანონობა - დაზარალებულები თან ბრალდებულები არიან

16 სექტემბერს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აწყობს პრესკონფერენციას ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდების: ზაზა შავლიაშვილის, ვასილ გიგუაშვილის, ნიკა ბერუაშვილის, როლანდ ნიკოლოზაშვილისა და საბა მღვდელაძის საქმესთან დაკავშირებით.

2009 წლის 13 ოქტომბერს ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რის შედეგადაც დაიჭრა 6 ახალგაზრდა. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩხუბი მეორე მხარემ დაიწყო და დანით დაჭრა: ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ბადრი მიქატაძე, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე. აღნიშნული ფაქტის გამო დააკავეს მხოლოდ ლევან აბაშიძე, რომელიც სასამართლომ გაასამართლა და ამჟამად სასჯელს იხდის.

2009 წლის ოქტომბერში ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, ბადრი მიქატაძე, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე თავდაპირველად გამოძიებამ დაზარალებულად სცნო. 3 თვის შემდეგ, 2010 წლის 5 იანვარს კი მოულოდნელად დაზარალებულები დააკავეს და ხულიგნობის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წაუყენეს. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მიუხედავად იმისა, რომ მიყენებული ჭრილობების გამო, „დაზარალებული ბრალდებულების“ ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სასამართლო არ აკმაყოფილებს ადვოკატის შუამდგომლობას აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის  თაობაზე. დაჭრის შემდეგ საბა მღვდელაძეს განუვითარდა ნაწლავების ტუბერკულოზი, ზაზა შავლიაშვილს კი ღვიძლში მიყენებული ჭრილობის გამო - ცე-ჰეპატიტი. მძიმეა სხვა პატიმრების მდგომარეობაც. ახალგაზრდების ოჯახები, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თანახმა არიან, საპროცესო შეთანხმება გააფორმონ, მაგრამ პროკურატურა ამ წინადადებას არ თანხმდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტების შეფასებით, ახალგაზრდები უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები და ეს იქიდანაც ჩანს, რომ  მათ მიმართ ხულიგნობის ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული დაზარალებულები არ ფიგურირებენ. უფრო მეტიც, ფაქტობრივად, ამ საქმეზე დაზარალებულები თვითონვე არიან, რაც უპრეცედენტო უკანონობაა.
 
„დაზარალებული ბრალდებულების“ საქმის დეტალებზე, 16 სექტემბერს 13:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში, დაცვის მხარის  ადვოკატები და ოჯახის წევრები პრესკონფერენციას გამართავენ. ამავე დღეს 15:00 საათზე საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია ამ საქმის სასამართლო განხილვის მორიგი სხდომა (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, #6, მოსამართლე - ბადრი კოჭლამაზაშვილი).

მისამართი: ალ. ყაზბეგის 3ა. მე-2 სადარბაზო. მე-4 სართ. ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისი. ტელ.: 37-69-50