კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუთი შვილის დედის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

16 სექტემბერი, 2010
ყვარლის პოლიციის თანამშრომლების მიერ ხუთი შვილის დედის თამარ ღელაღუტაშვილის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით კახეთის საოლქო პროკურატურას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა მიმართა და პოლიციის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ყვარლის პოლიციის თანამშრომლებმა ხუთი შვილის დედას თამარ ღელაღუტაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ღელაღუტაშვილის განცხადებით, პოლიციელები მისგან ქურდობის აღიარებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის დამყარებით იმუქრებოდნენ.

„პოლიციის თანამშრომელმა  ვანო წიწრიაშვილმა და მასთან ერთად კიდევ ორმა პოლიციელმა გუშინ მეზობლის ბეჭდის ქურდობაში დამადანაშაულეს და პოლიციაში წამიყვანეს. იქ უშვერი სიტყვებით მაგინეს და მცემეს. ხან მუშტებს მირტყავდნენ, ხან ფეხებს. მემუქრებოდნენ, რომ თუ დანაშაულს არ ვაღიარებდი და ბეჭედს არ დავაბრუნებდი, გამაუპატიურებდნენ. პოლიციიდან ღამის 2 საათზე გამომიშვეს“, - აღნიშნავს თამარ ღელაღუტაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში შეტანილ განცხადებაში. 

ამ საკითხზე შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში  კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები