კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტუბერკულოზით დაავადებულებს მათი ნების გარეშეც უმკურნალებენ

21 სექტემბერი, 2010
ტუბერკულოზით დაავადებულ პირებს არანებაყოფლობითაც უმკურნალებენ .
მკურნალობის ამ ფორმას ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, დაავადებული პირი, რომელიც მკურნალობაზე უარს ამბობს, საავადმყოფოს პირობებში არანებაყოფლობით იზოლაციასა და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთი პირი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მის ოჯახს სახელმწიფო დახმარებას დაუნიშნავს.

ამავე კანონპროექტით, ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატების გაყიდვა, მხოლოდ რეცეპტით მოხდება.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები