კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოზურგეთის პროკურატურაში დასაკითხ ჩინოვნიკთა რიგები დგას

22 სექტემბერი, 2010
ბოლო დღეებში ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან გურიის მუნიციპალიტეტში მომუშავე საჯარო მოხელეები დასაკითხთა რიგებში დგანან.
ამის მიზეზი კურორტ ბახმაროში უკანონოდ-დაკანონებული მიწებია.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, არსებობს 15 საჯარო მოხელის სახელობითი სია, ვინც ამ დღეებში დატოვებს დაკავებულ თანამდებობებს. როგორც გავიგეთ, გენერალურ პროკურატურაში დაბარებული ჰყავდათ პრივატიზებისა და ქონების აღრიცხვის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი. ხოლო ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში გურიის რეგიონის საგადასახადოს სამსახურის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან ერთად, მაღალჩინოსნები და საჯარო მოხელეები დაიბარეს.

„პრეზიდენტი აცხადებდა, რომ საქართველოში კორუფცია დამარცხდა. ჩვენ კი ამ დროს ელიტარულ კორუფციაზე ვსაუბრობდით. აღმოჩნდა, რომ საქართველოში კორუფცია ისევ მეფობს, მგონი - იმაზე მეტად, ვიდრე შევარდნაძის მმართველობის დროს. მაშინ ეს პროცესები ღია იყო, ახლა კი დაფარულია. დაბალ დონეზე გაქრა კორუფცია, მაგრამ საშუალო და ელიტურ დონეზე იმაზე მეტად ყვავის, ვიდრე ვარდების რევოლუციამდე იყო“, - ნიშნის მოგებით ამბობს რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინე სუნგულია.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები