კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინგუშეთში რესპუბლიკის პრეზიდენტის ცხინვალის რეჟიმისადმი კეთილგანწყობას აპროტესტებენ

22 სექტემბერი, 2010
ინგუშეთში რესპუბლიკის პრეზიდენტის იუნუს-ბეკ ევკუროვის ცხინვალის რეჟიმისადმი კეთილგანწყობას აპროტესტებენ . ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.

ევკუროვი ცხინვალში ჩასვლის გამო საკუთარ ბლოგზე მისმა მრჩეველმა ასლან კოძოევმა მკაცრად გააკრიტიკა. კოძოევის უარყოფითი განწყობის საფუძველი ცხინვალის რეჟიმის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის კონსტანტინე ფუხაევის განცხადება გახდა. ფუხაევმა ვლადიკავკაზის ტერაქტის შემდეგ განაცხადა, რომ ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვარი უნდა ჩაიკეტოს.

„სულ რაღაც ერთი კვირის წინ ამ „სახელმწიფოს“ მაღალჩინოსანმა შეურაცხყოფა მიაყენა ინგუშეთის ხალხს და ასევე მთელ რუსეთს, თუ ინგუშეთს რუსეთის ნაწილად ჩავთვლით. მან ბოდიშიც კი არ მოიხადა. უკვე აღარ ვსაუბრობ 1992 და შემდგომ წლებზე, იმაზე, რასაც ეს „მოძმე მეზობლები“ კრემლის მხარდაჭერით აკეთებენ. ხელქვეითის განცხადების გამო ბოდიში არც თავად კოკოითის მოუხდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად მათი ხელისუფლების პოზიიციაა. ასევე დუმილი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც. ხოლო თუ ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯების მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის სულერთია“, - წერს ევკუროვის მრჩეველი.

მისი შეფასებით, ინგუშეთის პრეზიდენტი მოიქცა არა როგორც ინგუშეთის მმართველი, არამედ როგორც რუსეთის ჯარისკაცი.

ევკუროვი ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის დღეს“ – 20 სექტემბერს ჩავიდა და საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მან ცხინვალში ყოფნისას განაცხადა, რომ ინგუშეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები