კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

18 წლის ოთარ რუსიშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

23 სექტემბერი, 2010
ყვარელში მცხოვრებ 18 წლის ოთარ რუსიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება იუნგის სარკომის ოპერაცია, რომელიც გერმანიაში ტარდება. ოპერაციის ღირებულება 10 000 ევროა, რომლის გადახდის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ოთარის დედამ ნანა გურგენიშვილმა განცხადებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა, საიდანაც უარი მიიღო.

სამინისტროში განაცხადეს, რომ ოპერაციის დასაფინანსებლად ოჯახმა საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს. „მთავრობამდე მე ვინ მიმიშვებს. განცხადება კი გავაგზავნე, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია“, - აღნიშნავს ნანა გურგენიშვილი.

ოთარ რუსიშვილს სარკომის დიაგნოზი 17 მაისს დაუსვეს. მას შემდეგ თბილისში ოპერაცია გაუკეთდა და სიმსივნე ამოიკვეთა, ქიმიო - თერაპიის 4 კურსის ჩატარებაც ოჯახმა საკუთარი სახსრებით შეძლო, თუმცა ოთარისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი ოპერაციაა საჭირო, რომელიც გერმანიაში ტარდება.

„ჯანდაცვის სამინისტროს იმედი გვქონდა, მაგრამ უარი გვითხრეს. სიკვდილი არ მინდა. იქნებ მთავრობიდან ვინმემ გულთან მიიტანოს ჩემი მდგომარეობა და დამეხმაროს“, - ამბობს ოთარი.

ოთარ რუსიშვილის დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში. ანგარიშის ნომერია: GE78BG0000000269669300.

ოთარ რუსიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის მეორე კურსის წარჩინებული სტუდენტია. გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მან მაღალი შეფასება მიიღო და სახელმწიფოსგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები