კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაჩნაძიანის მოსახლეობა 17 წლის გიგა ელიზბარაშვილს ეძებს

23 სექტემბერი, 2010
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა მეხუთე დღეა 17 წლის გიგა ელიზბარაშვილს ეძებს. როგორც დაკარგულის დედამ ვერიკო გოჩიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, გიგა იმავე სოფელში ბიძამისის რთველში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

„საღამოს სახლში ქეიფობდნენ. გიგა გარეთ გასულა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მეხუთე დღეა უშედეგოდ ვეძებთ. პოლიცია არაფერს არ აკეთებს“, - ამბობს ვერიკო გოჩიაშვილი.

გიგა ელიზბარაშვილის მეგობრის ლევან ცაცაბაშვილის თქმით, ის და გიგა მთელი დღის განმავლობაში ერთად იყვნენ. „გიგას ჯიბეში ფული არ ჰქონია. არაფერი უთქვამს. ყურძნის კრეფაში ვეხმარებოდით ბიძამისს. საღამოს კი სახლიდან გავიდა და დაიკარგა“, - აღნიშნავს ლევან ცაცაბაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვაჩნაძიანის მოსახლეობა პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები