კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახმეტის და ყვარლის რაიონებში სამოქალაქო საბჭოებს შექმნის

23 სექტემბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, კახეთში ახალ პროექტს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საბჭოები შეიქმნება.

პროექტის მიზანი მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივად უზრუნველყოფილი ფორმების დანერგვა, მოსახლეობასთან საკრებულოს წევრების კომუნიკაციის გაზრდა, საკრებულოს მუშაობაში მოსახლეობის ჩართვა და საკრებულოს მუშაობის გამჭვირვალობაა.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში აღნიშნეს, პროექტის ფარგლებში მოხდება ყვარლის და ახმეტის 40-ზე მეტი სოფლის მოსახლეობის ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა უფლებების შესახებ; საკრებულოს მუშაობაში მოსახლეობის ჩართვისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩასართავად სპეციალური მექანიზმები ამოქმედდება. საკრებულოს მუშაობაში მოქალაქეთა ჩართვის საშუალებით ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის წარმატებული პრეცენდენტები შეიქმნება, რათა ამ ფაქტით სტიმული მიეცეს სხცა სოფლების მოსახლეობასაც, განახორციელონ ანალოგიური აქტივობები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგს, დოკუმენტირებას და დაცვას ახდენს. ამასთან, საქართველოში ადამიანის უფლებების სიტუაციის შესახებ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის რეგულარულად ამზადებს ანგარიშებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები