კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

23 სექტემბერს, ხუთშაბათს, 18:30სთ დიღმის ტყეპარკში გაიმართება გარემოსდაცვითი აქცია.

23 სექტემბერს, ხუთშაბათს, 18:30სთ დიღმის ტყეპარკში გაიმართება გარემოსდაცვითი აქცია.

თემა: გადავარჩინოთ დიღმის ტყეპარკი, გარემოსდაცვითი აქცია

ადგილი: დიღმის ტყეპარკი, ლიუბლიანას ქ. დიღომი

თარიღი: ხუთშაბათი, 23 სექტემბერი

დრო: 18:30-20:00სთ

23 სექტემბერს, ხუთშაბათს, 18:30სთ დიღმის ტყეპარკში გაიმართება გარემოსდაცვითი აქცია, რომელსაც ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (ჩENN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი  და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფი უწევენ ორგანიზებას. ღონისძიებას თბილისის საზოგადოებრივი, კულტურული და სამეცნიერო წრეების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

აქციის მსვლელობისას მოეწყობა სტუდია “მონიტორის” ფილმის ჩვენება დიღმის ტყეპარკზე.

დღის განრიგი:
 - 18:30სთ - შეკრება დიღმის ტყეპარკში

 - 18:45 - მცირე ექსკურსია

 - 19:15 - სტუდია ”მონიტორი”-ს ჟურნალისტური გამოძიების ფილმის   ჩვენებ

 - 20:00 - წვეულება

რამ განაპირობა აქციის ჩატარება?

2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა.

აქციის მიზანია, რომ საზოგადოება გაეცნოს იმ პრობლემებს, რაც განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს დიღმის ტყეპარკს, როგორც ნაკრძალს და ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ზონას, დააფიქსიროს თანადგომა და შეიტანოს წვლილი ამ უნიკალური ტყის შენარჩუნებაში.

საკონტაქტო პირები:
 
ანა ტოკლიკიშვილი- 895 221 999 begin_of_the_skype_highlighting              895 221 999      end_of_the_skype_highlighting ელ-ფოსტა: Anuka@osgf.ge,ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”

 რეზო გეთიაშვილი -893 788 755, ელ-ფოსტა: getiashvili@cenn.org, CENN