კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნათია კობერიძე ტელეკომპანია „იმედიდან“ გაათავისუფლეს

23 სექტემბერი, 2010
ტელეკომპანია „იმედიდან“ ჟურნალისტი ნათია კობერიძე გაათავისუფლეს. კობერიძის თქმით, ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 13 მარტს სწორედ ნათია კობერიძეს მიჰყავდა გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟი“, რა დროსაც ეთერში „მოდელირებული ქრონიკა“ გავიდა, რომელმაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.

ნათია კობერიძის განცხადებით, ის „მოდელირებულ ქრონიკასთან“ არაფერ კავშირში არ არის, რადგან აღნიშნული მასალა საინფორმაციო სამსახურის მიერ იყო მომზადებული და მის გადაცემას მხოლოდ შეუთავსეს.

„თუნდაც იმიტომ დამატოვებინეს „იმედი“, რომ მოდელირებული ქრონიკის გამო არხის ხელმძღვანელობა გავაკრიტიკე“, - აღნიშნავს ნათია კობერიძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები