კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საკრებულოში თანხები იფლანგება

24 სექტემბერი, 2010
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ქალაქის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ მუნიციპალიტეტის წევრთათვის მეორადი ავტომანქანების შესაძენად 50 000 ლარის გამოყოფა სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო თანხების ფლანგვა.

საკრებულოს  წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ირაკლი ჩავლეიშვილი დეპუტატებს პრეზიდენტის სიტყვებს ახსენებს და „ქამრების შემოჭერისკენ“ მოუწოდებს: „ეს მანქანები დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. რომელი სამსახური იღებს ამ მანქანებს და საერთოდ, რატომ ვყიდულობთ?! ერთი გამართული ავტომანქანა შეიძინოს მერიამ, რომელიც მოემსახურება გამგეობის თავმჯდომარეებს და ხარჯებიც ნაკლები იქნება“.

ბათუმის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, ეკა თარგამაძე კი აცხადებს, რომ ეს ავტომობილები ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურისთვის არის განკუთვნილი: „მერიის სისტემამ უნდა შეიძინოს ხუთი ერთეული მეორადი მოხმარების ავტომობილი. ეს გახლავთ მეორადი მოხმარების ავტომობილები და საჭიროა, რათა ამ სამსახურებმა უფრო ეფექტურად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები“.

ხუთი მეორადი ავტომანქანის შასაძენად ბათუმის საკრებულომ 45 000 ლარი გამოყო. რამდენიმე თვის წინ კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის ხუთი ახალი ავტომობილი მხოლოდ იმიტომ შეიძინეს, რომ მოძველებული ავტომობილების რემონტისათვის ხარჯები დაეზოგათ, რაც წელიწადში 40 000 ლარს შეადგენდა. 

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები