კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის თვითმმართველობის ორგანოებიდან ყველაზე მეტი საჯარო ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქვს გამოთხოვილი

28 სექტემბერი, 2010
კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული მონაცემებით, 2010 წლის 01 იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან და გამგეობებიდან ყველაზე მეტი საჯარო ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქვს გამოთხოვილი.

„სულ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სხვადასხვა ორგანოებში გაგზავნილი გვაქვს 141 წერილი. აქედან 134 განცხადება საკრებულოების და გამგეობების სახელზეა შედგენილი. 18 შემთხვევაში პასუხი დროულად და სრულყოფილად გვაქვს მიღებული, 86 შემთხვევაში კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, 30 შემთხვევაში პასუხი საერთოდ არ მიგვიღია. შედგენილი და გაგზავნილი გვაქვს 17 ადმინისტრაციული საჩივარი. 8 შემთხვევაში გასაჩივრების შემდეგ საჯარო ინფორმაცია გადმოგვეცა“ , - აღნიშნა კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა მანანა აშკარელიშვილმა.

მისივე თქმით, საჯარო დაწესებულებიდან ყველაზე მეტად ხელფასებთან, პრემიებთან და საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ჭირს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები