უფლებადამცავების განცხადებით, ქსნის ციხეში ნაცემი პატიმრების მდგომარეობა მძიმეა
28.09.2010
საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ წარმომადგენლების განცხადებით, 19 აგვისტოს ქსნის #7 დაწესებულებაში ნაცემი პატიმრების მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
პრესკონფერენციაზე გაერთიანების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ნაცემი პატიმრებიდან ყველაზე კრიტიკული ირაკლი ცანავას და ლერი მალარიძის მდგომარეობაა. ცანავას ცემის შედეგად ქვედა კიდურები აქვს პარალიზებული, მალარიძე კი წელს ქვემოთ არის მოწყვეტილი. მისივე განმარტებით, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ავადმყოფი პატიმრები სამკურნალო დაწესებულებაში ქსნის ციხიდან არ გადაჰყავთ.
მაჭარაშვილის ინფორმაციით, დაზიანებები ამ დრომდე აღენიშნებათ პატიმრებს ზურაბ ხაჩიძეს, ირაკლი დანგაძეს, რამაზ მურადოვს, კახა აბულაძეს და დავით უსტოიანს.
უფლებადამცავები პატიმრების მკურნალობას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას კი, 19 აგვისტოს ინციდენტის შესახებ გამოძიების დაწყებას სთხოვენ.
მაჭარაშვილის თქმით, პატიმრებმა დეტალურად უამბეს ქსნის ციხეში 19 აგვისტოს ინციდენტის შესახებ. პატიმრების ნაამბობით, 22:00 საათზე საკნებიდან გამოიყვანეს, ერთ საკანში მოათავსეს და სასტიკად სცემეს. დაბრუნებულებს კი საკნები გაძარცვული დახვდათ, მათ შორის ხატებიც გატანილი იყო.

ინტერპრესნიუსი
სახელი: უჩა
2010-10-23 18:16
ქსნის საპყრობილეში პატიმართა ცემა ისევ გრძელდება
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას