კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში პარლამენტის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა განახლდა

29 სექტემბერი, 2010
პარლამენტის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობას, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წამოიწყო, საზოგადოების მხრიდან ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა.

საზოგადოება „ბაღის კიდემ“,   ოპოზიციური პარტიების წამომადგენლებმა და რიგითმა ქუთაისელებმა უკანონო მშენებლობა ერთხმად დაგმეს და ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები მაშინ ხალხთან კონტაქტზე არ გამოვიდნენ, თუმცა, დათმობაზე წავიდნენ - მშენებლობა შეაჩერეს. 

ახლახანს მშენებლობა კვლავ განახლდა. აღნიშნული საინფორმაციო ცენტრი რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე  განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, იქ ათამდე ადამიანი დასაქმდება.

„დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ აღნიშნულ ცენტრში მოიპოვონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას უკავშირდება. გარდა ამისა, ცენტრი დაეხმარება ტურისტებს, მოიპოვონ ინფორმაცია ტურისტული მარშრუტების თაობაზე“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.  

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები