07:41, Tuesday, 19.03.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოსამართლე კოჭლამაზაშვილი პროკურატურის დაკრულზე ცეკვავს

29.09.2010

სალომე აჩბა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „დაზარალებული ბრალდებულების“ პროცესი დასრულდა. 28 სექტემბერს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არაადეკვატურად მკაცრი და არაჰუმანური განაჩენი გამოიტანა. მან 3 წლით და 6 თვით პატიმრობა და 3000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა სტუდენტებს, რომლებიც ერთი წლის წინ ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრეს. შედარებისთვის: ბუტა რობაქიძის გახმაურებული მკვლელობისათვის ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებულ პირებს საპატიმროში 4 წელიც არ გაუტარებიათ.

ერთ-ერთ განსასჯელს, ბადრი მიქატაძეს დამამძიმებელ გარემოებად ჩაეთვალა, რომ ამჟამად ძებნაშია. მას მოსამართლემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 500 ლარი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. მიქატაძის მამა პროცესზე აცხადებდა, რომ მისი შვილი მძიმედ დაიჭრა და საპატიმროში მისი მოთავსება სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.

დარბაზიდან გათავისუფლდა როლანდ ნიკოლოზაშვილი, რომელმაც პროკურატურისა და ადვოკატის გარიგებით, სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ ცნო - მისი სასჯელია 3 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარი ჯარიმა.

მსჯავრდებულების მშობლების აზრით, ნიკოლოზაშვილმა აღიარებითი ჩვენება ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატის, ნანა ფრიდონაშვილის ზეგავლენით მისცა. ამ უკანასკნელს კი პროკურატურასთან საიდუმლო გარიგება ჰქონდა - აღიარების სანაცვლოდ პატიმრობიდან უნდა გათავისუფლებულიყო. ამდენად, ნიკოლოზაშვილის ჩვენება მხოლოდ ციხიდან თავის დაძვრენას ემსახურებოდა და არა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

დანარჩენ 4 განსასჯელს - ზაზა შავლიაშვილს, ვასილ გიგუაშვილს, ნიკა ბერუაშვილს, საბა მღვდელაძეს - მოსამართლემ ერთნაირი სასჯელი არგუნა - 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3000-ლარიანი ჯარიმა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ხულიგნობა არ ითვლება მძიმე დანაშაულად. მან ასევე დიდხანს ისაუბრა განსასჯელების შემამსუბუქებელ გარემოებებზე. კერძოდ, აღნიშნა, რომ ისინი არიან სტუდენტები და მოწყვეტილნი არიან სასწავლო პროცესს, ინციდენტისას დაიჭრნენ და საპატიმროში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ, ხასიათდებიან დადებითად და არ დაემალნენ გამოძიებას. ამდენი შემამსუბუქებელი გარემოება მოსამართლის განაჩენში ფაქტობრივად არ ასახულა, თუ არ ჩავთვლით 6 თვეს, რომელიც მან პროკურორის მიერ მოთხოვნილ სასჯელის ზომას - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას „ჩამოაკლო“ და 500 ლარს, რომელიც ასევე „მოაკლო“ პროკურორის მიერ მოთხოვნილ ჯარიმის ოდენობას - 3 500 ლარს.

ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტები ხულიგნობის ბრალდებით იმდენივე ხანს იქნებიან საპატიმროში, რამდენ ხანსაც გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები.

ხულიგნობის მუხლით გასამართლებული ახალგაზრდები, 2010 წლის  იანვარში დააკავეს. ინციდენტი კი, რის გამოც ახალგაზრდები გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ, დაკავებამდე სამი თვით ადრე მოხდა - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიჭრნენ: ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, საბა მღვდელაძე, ბადრი მიქატაძე და როლანდ ნიკოლოზაშვილი. გამოძიებამ ისინი დაზარალებულად სცნო და მათი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ვინმე ლევან აბაშიძეს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამი თვის შემდეგ კი პროკურატურამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა და დაჭრილი ახალგაზრდებიც ბრალდებულის სტატუსით დააპატიმრა.

განაჩენის გამოცხადებამდე, განსასჯელებმა სასამართლო პროცესზე ბოლო სიტყვა თქვეს და მოსამართლეს ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს.

„ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, გამოიტანოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ საქმეში დაზარალებულები ვართ და არა დამნაშავენი.  ჩხუბის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვიყავით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ვართ დაჭრილები და ჩვენი ჯანმრთლეობის მდგომარეობა მძიმეა. ნუ დაგვღუპავთ. მოგვეცით საშუალება, რომ განვაგრძოთ ნორმალური ცხოვრება“, - მიმართა განსასჯელმა საბა მღვდელაძემ მოსამართლეს. ამ სიტყვების მოსმენისას პროკურორ გოგონას თვალებზე „ნიანგის ცრემლი“ მოადგა.

განაჩენის გამოტანამდე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ცოტა ხნით სამართალზე და სამართლიანობაზე იქადაგა და მსჯავრდებულებს იმ დანაშაულის აღიარება ურჩია, რომელიც არ ჩაუდენიათ: „სისხლის სამართლის კოდექსი სასამართლოს აძლევს უფლებას, სასჯელი ჩათვალოს პირობითად აღიარებითი ჩვენების არსებობის შემთხვევაში, მაშინ როცა ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული. ეს ის შემთხვევაა, როცა სასამართლო ამ უფლებას იყენებს. დანაშაული, რაშიც თქვენ ბრალი გედებათ, ნაკლებად  მძიმე კატეგორიას განეკუთვნება. ალბათ, არცაა მაინცდამაინც გასაკვირი თქვენი ასაკის  ახალგაზრდების მხრიდან იმგვარი ქმედებია, რისთვისაც გასამართლდით. დანაშაული რომ გეღიარებინათ, სასამართლო გაითვალისწინებდა, რომ იყავით სტუდენტები, არ გქონდათ ნასამართლეობა, ხართ დაჭრილები,  გაქვთ არასახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა და გამოიტანდა შედარებით მსუბუქ განაჩენს. თქვენ, ალბათ, მიმართავთ სააპელაციო სასამართლოს და ჩემი რჩევა იქნება, ნუ იქნებით თქვენი ადვოკატების პოზიციით შეზღუდულები და უმჯობესი იქნება, თუკი დანაშაულს აღიარებთ“.

დაცვის მხარის ადვოკატები განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ორშაბათს, 14:00 საათზე კი ორგანიზაციის ოფისში მედიისთვის ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: კატერინა
2013-10-26 19:31
როგორ შეიძლება დაზარალებულს იგევ განაჩენი გამოტანო რაც დამნაშვეს ვამე რა მაგრი მოსმართლე ყოფილა
სახელი: ინგა
2011-01-11 01:36
შენ ამოწყდი ჯიშიანად! შენც კაცი ხარ რაღა!
სახელი: კაკო
2010-10-11 18:50
კოჭლამაზაშვილმა მხოლოდ ერთხელ გამოიტანა სამართლიანი განაჩენი,რაც ძალიან ძვირად დაუჯდა, რის მერეც მუდამ პროკურეტურის შეკვეთებს ასრულებს,
სახელი: ნინო
2010-10-09 22:53
ბადრი კოჭლამაზაშვილს რომ,მხოლოდ პროკურატურის მიერ შეკვეთილი განაჩენები გამოაქვს ყველასათვის ცნობილია,
სახელი: შიში
2010-10-05 14:54
ეს იყო ჩემი ძმის მოსამართლე ალბათ დრო მოვა ამოალპობენ ციხეში
სახელი: ვალერი
2010-09-29 21:34
ასეთი უსამართლო მართლმსაჯულების წინააღმდეგ მთელმა საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა
სახელი: ლევანი
2010-09-29 20:06
მართლაც რა უსამართლობაა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ დანიშვნა განამტკიცებს თუ არა მართლმსაჯულებას?
დიახ არა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC