კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სოციალური საცხოვრისის“ მიღმა დარჩენილი უმწეოები არაობიექტურობაზე ჩივიან

30 სექტემბერი, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

გულნაზ მამულაძე, ერთ-ერთია, ვინც პროექტში „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობლ გარემოში“ მონაწილეობა მიიღო. თუმცა, იმედგაცრუებული დარჩა. იგი თვლის, რომ საცხოვრებელი ბინები რიგ ოჯახებს არაობიექტურად გადაეცა. თვითონ კი საცხოვრისის მიღმა დარჩა.

გულნაზ მამულაძე I ჯგუფის ინვალიდია, უსინათლო პენსიონერი, ონკოლოგიური ავადმყოფი. მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ კატეგორიას. ოჯახის სარეიტინგო ქულა - 33 020. მისი შემოსავალია სოციალური შემწეობა _ 54 ლარი და პენსია _ 80 ლარია, რაც ჯამში 134 ლარს შეადგენს.

წლების განმავლობაში გულნაზ მამულაძე მარტო ცხოვრობს ბათუმში, ნაქირავებ ბინაში, მაიაკოვსკის ქუჩის #80-ში. მეუღლე რამდენიმე წელია გარდაეცვალა, ხოლო 13 წლის შვილი, ცოტნე, ჯერ მახინჯაურის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში, დღეს კი _ ურეხის ბავშვთა სახლში ჰყავს. როგორც გულნაზ მამულაძე ამბობს, თავისი მცირე შემოსავალით _ 134 ლარით ბინის ქირის გადახდა და შვილის რჩენას ვერ ახერხებს.

თუ რატომ ვერ მოხდა გულნაზ მამულაძის დროებითი საცხოვროსით დაკმაყოფილება, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან წარმომადგენელმა, ბეჟან იშხნელიძემ ასე ახსნა: „პირადად ვიყავი მაგ ქალბატონის ოჯახში, ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ რადგან თავის შვილთან ერთად არ ცხოვრობს და თვითონ უარი განაცხადა ბავშვთან ერთად ცხოვრებაზე, ამიტომ, საცხოვრისის გადასაცემად არჩევანი სხვა ოჯახზე გაკეთდა“.

პასუხად გულნაზ მამულაძე ამბობს, რომ მათ აგენტებმა სიტუაცია გარკვევით არ აუხსნეს: „მე ვუთხარი, რომ ახლა, აქ ვერ ვიცხოვრებ შვილთან ერთად, რადგან მშიერი ხომ ვერ მოვკლავ ბავშვს-მეთქი. საცხოვრისი რომ მოეცათ, ბინის ქირა აღარ მექნებოდა გადასახდელი და შვილისთვის პურის ფული მაინც დამეზოგებოდა. ჩემს შვილთან ერთად ცხოვრება როგორ არ მინდა, მაგრამ მათ ჩემი ნათქვამი ისე გაიგეს, როგორც მათ აწყობდათ“.

პროექტის შემდეგ გულნაზ მამულაძემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს: „თქვენგან რამდენჯერმე მივიღე დამაიმედებელი დაპირება, თითქოს ჩემი საცხოვრებლის პრობლემა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რატომღაც ბოლოს ჩემდა საწინააღმდეგოდ შეცვლილი მდგომარეობის წინაშე აღმოვჩნდი. ბატონო რობერტ, დაფიქრდით, განა ჩემზე მეტად გაჭირვებული ოჯახები შეასახლეთ იმ ბინაში?! თქვენთვის, ალბათ, უმნიშვნელოა ჩემი შვილის მოლოდინი, რომელიც სახლში ცხოვრებას ნატრობს“.

ბათუმის მერისგან ეს წერილიც ისევე უპასუხოდ დარჩა, როგორც სხვა დროს მიმართული წერილები.

ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, რომელიც 2009 წლის აგვისტოში შედგა, შვეიცარიის მთავრობამ, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარიატმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ქალაქ ბათუმის მერიამ პროექტის „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ ბათუმშიც განახორციელა.

ამ პროექტის ფარგლებში 8 დევნილსა და 6 სოციალურად გაჭირვებული ოჯახს, 30 წლით გადაეცა საცხოვრებლად კეთილმოწყობილი ბინები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯგუფის მიერ 78 ოჯახი გადამოწმდა. ხოლო 14 ოჯახი საცხოვრისში აგვისტოს ბოლოს შესახლდნენ. საცხოვრისი კი ოფიციალურად 9 სექტემბერს გაიხსნა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადგილზე გაეცნო საცხოვრისით დაკმაყოფილებულ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს. ყველა ოჯახში თითო შეზღუდული შესაძლებლობის პირია. საინტერესო აღმოჩნდა ცაცა ჟორჟოლიანის ოჯახის მდგომარეობა. 70 წლის ქალბატონი 52 წლის ქმედუნარიან ძმისშვილთან ერთად ცხოვრობს: „წლებია, ველოდებოდი ბინას. ბოლოს როგორც იქნა მივიღე. გულის სტენოკარდია მაქვს. მუდმივად მაღალი წნევა მაწუხებს“.

პოტენციური ბენეფიციალების შეფასების შემაჯამებელ ოქმშიც მითითებულია, რომ პროექტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გულნაზ მამულაძის სოციალურმა მდგომარეობამ კი, პროექტის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. 

„ბინები არაკანონიერად გაიცა. შრომისუნარიანი მომვლელი რომ მყავდეს, მაშინ ასეთ დღეშიც არ ვიქნებოდი. მე უსინათლო ვარ, ონკოლოგიურად დაავადებული. ოჯახში ნივთების განლაგებას მივეჩვიე და საკუთარ თავს ასე ვუვლი. ჩემი შვილი ჩემს გვერდით იმიტომ არ მყავს, რომ მისი რჩენისთვის თანხები არ მაქვს. არამგონია, საცხოვრისში შესახლებული ზოგიერთი ოჯახი, რომ ჩემზე ცუდ მდგომარეობაში იყვნონ“, - ჩივის გულნაზ მამულაძე.

ახალი ამბები