კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის საკაბელო ტელევიზიამ „მაესტროს“ და „კავკასიის“ გადაცემების ტრანსლირება შეწყვიტა

30 სექტემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის საკაბელო ტელევიზიამ ტელეკომპანიების „მაესტროს“ და „კავკასიის“ გადაცემების ტრანსლირება შეწყვიტა. როგორც ტელევიზიის ადმინისტრაციაში განმარტეს, აღნიშნული ტელეკომპანიების სიგნალს ხარვეზებით იღებდნენ და ტრანსლირების შეწყვეტით მაყურებელი უხარისხო პროდუქციის მიწოდებისგან დაიცვეს. 

„მაყურებელს უხარისხო პროდუქცია რომ არ მიეღო, ტრანსლაცია შევწყვიტეთ. სიგნალის ნორმალურად მიღებასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზები იყო. როდის აღვადგენთ „მაესტროს“ და „კავკასიის“ ჩვენებას, ვერ გეტყვით“, - აღნიშნა საკაბელო ტელევიზიის ოფის-მენეჯერმა.

თელავის საკაბელო ტელევიზიის მიერ „მაესტროს“ და „კავკასიის“ გადაცემების ტრასლირების შეწყვეტას ოპოზიციური პარტიების თელავის რაიონულ ორგანიზაციებში თბილისში გამართულ წარმომადგენლობით სახალხო კრებას უკავშირებენ.

აღსანიშნავია, რომ „გორდამ“ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემების ტრანსლირება სხვადასხვა დროს არაერთხელ შეწყვიტა. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს „გორდას“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, „მაესტროს“ ტრანსლირებას ნუ წყვეტდნენ მაშინ, როცა ეთერში გადაცემა „პროფესია ჟურნალისტი“ გადიოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტთან დაკავშირებით, საკაბელო ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა გივი მამუკელაშვილმა განაცხადა, რომ „ტელეკომპანია მისია და როგორც უნდა ისე მოიქცევა“.

საკაბელო ტელეკომპანია „გორდას“ ხელმძღვანელი ამ დრომდე უარს ამბობს ეთერში ადგილობრივი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ გადაცემების გაშვებაზეც. ტელეკომპანია „თანამგზავრი“ კახეთში მოქმედი ადგილობრივი ტელეკომპანიებიდან ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც მუნიციპალური ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. სხვადასხვა დროს „თანამგზავრის“ ეთერში არაერთხელ გასულა ისეთი სიუჟეტები, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა მკვეთრად იყო გაკრიტიკებული. 

საყურადღებოა, რომ „მაესტროს“ გადაცემების ტრანსლირება წელიწადზე მეტია შეწყვეტილი აქვს ახმეტის საკაბელო ტელეკომპანიას. ჩვენების შეწყვეტის მომენტისთვის „მაესტროს“ გენერალურ დირექტორს მამუკა ღლონტს ახმეტის საკაბელო ტელევიზიის მესვეურებმა აუხსნეს, რომ „მაესტროს“ გადაცემების შეწყვეტა ტექნიკური მიზეზით იყო გამოწვეული, რომლის აღმოფხვრის შემდეგ თბილისური ტელეკომპანიის პროგრამებს ისევ იხილავდა ახმეტელი მაყურებელი, თუმცა უშედეგოდ.

„არ გვინდა და არ ჩავრთავთ“, - აღნიშნეს ახმეტის საკაბელო ტელევიზიის ადმინისტრაციაში. 

მამუკა ღლონტის განცხადებით, ახმეტის ტელევიზიამ „მაესტროს“ ჩვენება ხელისუფლების ზეწოლის შედეგად შეწყვიტა.

ახალი ამბები