კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პროსტიტუციის ბუდის“ ამბავი

30 სექტემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის შს სამმართველოს გამომძიებელმა ბადრი ნაზარაშვილმა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შანიძემ „პროსტიტუციის ბუდე“ აღმოაჩინეს. „ბუდე“, არც მეტი, არც ნაკლები, სტალინის გამზირზე სასტუმრო „ინტურისტის“ შენობაში ყოფილა. „ინტურისტს“ მთავარ შესასვლელზე დღესაც ამაყად აწერია: „ღამის გასართობი კლუბი“. საინტერესოა, 2 წლის წინ დაარსებული გასართობი კლუბი ახლა რატომ გახდა პრობლემა?

გორის რაიონული სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ზაქარია კაპანაძის, ილია კაპანაძის, მერაბი კაპანაძის და ირინა გრებნევას მიმართ. მათ მიმართ პროკურორმა ირაკლი შანიძემ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით აღძრა. აღნიშნული მუხლი შემდეგნაირად კვალიფიცირდება: პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.

დაკავებულების ადვოკატებიც, ამ შემთხვევაში, პრესასთან მჭიდრო ურთიერთობას თავს არიდებენ და მიაჩნიათ, რომ ყოველგვარი ხმაურისა და აჟიოტაჟის გარეშე შეძლებენ სამართალდამცავებთან და მართლმსაჯულებასთან ურთიერთობის მოგვარებას.

გამოძიებას დადგენილად მიაჩნია შემდეგი: ქ. გორში სტალინის გამზირზე #26-ში მდებარე სასტუმრო „ინტურისტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ქ. თბილისში მცხოვრებმა ილია კაპანაძემ და ადმინისტრატორებმა გორში მცხოვრებმა მერაბ კაპანაძემ, გორის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრებმა ზაქარია კაპანაძემ და გორში მცხოვრებმა ირინა გრებნევამ 2008 წელს (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) განიზრახეს გარკვეული თანხის საფასურად, სისტემატიურად გაექირავებინათ სასტუმროს ნომრები პროსტიტუციით დაკავებულ პირებზე. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, შეიმუშავეს შესაბამისი ფასები, დაამყარეს კავშირი პროსტიტუციით დაკავებულ ახალგაზრდა ქალებთან, რომელთაც შესთავაზეს თავიანთი საქმიანობა განეხორციელებინათ სასტუმრო „ინტურისტის“ ტერიტორიაზე. სანაცვლოდ, თითოეული ნომრის ქირის გადასახადი დაუწესდებოდათ შედარებით დაბალი. 2010 წლის 7 სექტემბერს გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  ისინი დააკავეს.

სხვათა შორის, პროკურორი ირაკლი შანიძე გასულ წელს სოფელ ზერტის ორი ახალგაზრდის საქმეს იძიებდა. მათ ბრალი ედებოდათ კომბინატის დასახლებაში მდებარე აბანოში მყოფი გოგონების შეურაცხყოფა და კუთვნილი ჩანთის წართმევა. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილნი იყვნენ ასევე სხვა გოგონები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ზერტელმა ახალგაზრდებმა პროსტიტუციის მიზნით, აბანოში გოგონას ჩანთა წაართვეს და მომსახურება აიძულეს. რატომღაც ირაკლი შანიძეს კომბინატის „აბანო“ არ მიაჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის დარღვევად.

ახალი ამბები