კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ აბონენტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

4 ოქტომბერი, 2010
ადამიანის უფლებათა ცენტრი ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ აბონენტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციაში განაცხადეს, ენერგოკომპანია აბონენტებისგან მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის მიუხედავად, თანხის განმეორებით გადახდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.

მაგალითად, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი 143 ლარი სრულად აქვს გადახდილი. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ენერგოკომპანიის ადმინისტრაციას არაერთხელ წარუდგინა, თუმცა კომპანია აბონენტისგან თანხის ხელმეორედ გადახდას ითხოვს.

„ორი თვის განმავლობაში ვცდილობდით ამ საკითხის გარკვევას, მაგრამ კომპანია დაჟინებით ითხოვს თანხა მეორედ გადავიხადოთ. ჩვენს მიერ გადახდილ თანხას არ გვითვლიან, ამბობენ, რომ ანგარიშზე არ არის. არადა, ორჯერ წარვადგინეთ ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც თანხის გადახდა დასტურდება. მიუხედავად ამისა, კომპანია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება. ფაქტობრივად, ენერგოკომპანია იძულების გზით თანხის გამოძალვას ცდილობს“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ კომენტარი არ გააკეთეს.
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები