კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

4 ოქტომბერი, 2010
როგორც „პირველს“ მაისაიას უფლებადამცველმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, მაისაია მისი ცემის ფაქტის გამო დაწყებული გამოძიების საქმის დეტალების გაცნობასა და მის მიმართ განხორციელებული ღირსებისშემლახველი ფაქტების გამო დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნებით სასჯელაღსულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებნის საკითხთა სამინისტროში განაცხადი ხვალ შევა.

ადვოკატის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს. ეჭვის საფუძველს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პოზიცია იძლევა, რადგან ადვოკატს ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის საშუალებას არ აძლევენ, ექსპერტიზის დასკვნაში ჩადებული ფერადი ფოტოების ნახვაზე კი კატეგორიულ უარს აცხადებენ.

„დამოუკიდებელი ექსპერტის შეყვანის მოთხოვნით დეპარტამენტს 27 აგვისტოს მივმართე, თუმცა დღემდე პასუხი არ ისმის. მაისაიას სილურჯეები დღემდე აღენიშნება, ამიტომ ჯერ კიდევ აზრი აქვს ექსპერტის შეყვანას, თუმცა პასუხი არ ისმის და დღემდე ვერ გავარკვიე მაძლევენ თანხმობას თუ არა. გარდა ამისა, ჩემი თხოვნის საფუძველზე მაისაიასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი გურამ ბენდიანიშვილი იმყოფებოდა, რომლის მიერ შედგენილ ოქმში დაფიქსირებულია, რომ პატიმარს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ეს ფაქტია და არ ვინმეს ახირება“,- განაცხადა კორკოტაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორკოტაძის ინფორმაციით, მაისაია 24 ავისტოს ციხის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ყაჩეიშვილმა შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნით თანაშემწეებთან ერთად ცემა.

ადვოკატის მტკიცებით, მაისაიას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ცემის შედეგად კი ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანეს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები