კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პეტრე ცისკარიშვილმა ევროსაბჭოს განუმარტა, რატომ არ მისცა საქართველომ ვიზა სერგეი მარკოვს

5 ოქტომბერი, 2010
პეტრე ცისკარიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განმარტება გააკეთა სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი მარკოვისათვის საქართველოს ვიზის გაუცემლობასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ქართული კანონმდებლობის მიხედვით პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავა, მას საქართველოში შემოსვლის უფლება ეზღუდება. ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზა მარკოვის გარდა დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო, თუმცა მათ საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს.

„ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავა, ქართული კანონმდებლობით, საქართველოში შემოსვლის უფლება ეზღუდება. მარკოვი რამდენჯერმე იყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. კომიტეტის სხდომამდე რამდენიმე კვირით ადრე ის აფხაზეთში იყო. ეს იყო პროვოკაცია. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარკოვის გარდა ვიზა მიიღო დელეგაციის ყველა წევრმა, თუმცა მათ უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვლაზე და კომიტეტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

სერგეი მარკოვი თბილისში 16 სექტემბერს ევროსაბჭოს იურიდიული საკითხებისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდა, თუმცა მას ქართულმა მხარემ ვიზაზე უარი უთხრა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები