კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემოსავლების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა

5 ოქტომბერი, 2010
შემოსავლების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან ქალებიც. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 71 ინდმეწარმე. დაკავებულები, ძირითადად, სავაჭრო ცენტრების - „კიდობანისა“ და „პასაჟის“ მოვაჭრეები არიან.

როგორც სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები აცხადებენ, დაკავება დღეს დილით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.

მათივ ცნობით, დაკავების ოპერაცია განხორციელდა საბაჟოზე, საცხოვრებელ ბინებში, ზოგი მათგანი დაიბარეს საგამოძიებო სამსახურში და ამის შემდეგ დააკავეს.

„კიდობანის“ და „პასაჟის“ ინდმეწარმეები აცხადებენ, სამართალდამცავებმა დააკავეს იმ სატრანზიტო კომპანიის ხელმძღვანელებიც, რომლებიც თურქეთიდან მათი ტვირთის გადმოზიდვას ახორციელებდნენ. ეს კომპანია არის შპს „ტრანს-კარგო“.
 
გარდა ამისა, ინდმეწარმეები „ტრანს-კარგოს“ აბარებდნენ ყველა შესაბამის დოკუმენტაციას, ქვითრებს, იმის დასტურად, რომ თურქეთის სხვადასხვა მაღაზიებში ნაყიდი ჰქონდათ საქონელი.

მოვაჭრეების ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, „ტრანს-კარგო“ დოკუმენტაციას ცვლიდა; კომპანიას „ინვოისი“ უნდა გამოეწერა ყველა საქონელზე ცალ-ცალკე, რაც 50 ლარი ჯდებოდა, თუმცა „ტრანს-კარეგომ“ საერთო ინვოისი გამოწერა რამდენიმე დასახელების საქონელზე, რის შედეგადაც ფინანსური დანაზოგი გააკეთა და თანხები დამალა.

როგორც ინდმეწარმეები აცხადებენ, „ტრანს-კარგოს“ მიერ დოკუმენტაციის შეცვლასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები