კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში 13 პირს ქონებას ჩამოართმევენ

6 ოქტომბერი, 2010
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ბათუმში ქონებას კიდევ 13 პირს ჩამოართმევენ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბათუმის მერიას ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიენიჭა.

როგორც ბრძანებულებაშია ნათქვამი, ბათუმში საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კვანძების განვითარების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ახალი გზების მშენებლობა, ასევე არსებული სატრანსპორტო ქსელების გაგრძელება, გაფართოება და რეკონსტრუქცია.

ერთ-ერთი ასეთი სატრანსპორტო კვანძი, რომლის გაგრძელება და გაფართოება აუცილებელია, არის ბაგრატიონის ქუჩა, რომლის განვითარების სამუშაოები უნდა განხორციელდეს სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე, გზის გაგრძელება-გაფართოება მოხდება აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთით, რის შედეგადაც ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა შეუერთდება აეროპორტის გზატკეცილს.

„სამუშაოების ჩასატარებლად აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საჭირო ზოლში მდებარე უძრავი ქონების შესაძენად ვერ ხერხდება მესაკუთრეებისაგან თანხმობის მიღება. ამდენად, გარდაუვალია აღნიშნულ ზოლში მოხვედრილი უძრავი ქონების ექსპროპრიაცია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომლის თანახმად, ქონებას 13 პირს ჩამოართმევენ.

ამასთან, ქონებას, რომელშიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები შედის თავის ნარგავებით, მოქალაქეებთან ერთად ჩამოართმევენ შპს „თურქუაზს“.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის სულ 13 024 კვ/მ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების და 1172 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის განხორციელება იგეგმება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები