კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ ციხის ბუნტში მსჯავრდებული ქალების საქმის განხილვა დაიწყო

6 ოქტომბერი, 2010
5 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ციხის ბუნტში მსჯავრდებული ქალების საქმის განხილვა დაიწყო. როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ნანა არაბიძის ადვოკატმა თამარ წერეთელმა განაცხადა, სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს 25-ვე მსჯავრდებული ასაჩივრებს და მის გაუქმებას ითხოვს. საქმეს მოსამართლეთა შემადგენლობა გიორგი ჩემიას თავმჯდომარეობით იხილავს. სასამართლო სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში ტარდება.

თავდაპირველად სასამართლო 38 ქალის საქმეს განიხილავდა, თუმცა პროკურატურამ 13 განსასჯელთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

25 პატიმარს კი მსჯავრი დაედო სასჯელაღსრულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზებაში და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ასევე, პირადი მოტივით დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო განადგურებასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში.

მათ სასჯელად დაენიშნათ თვისუფლების აღკვეთა 3 წლიდან და 6 თვიდან - 13 წლამდე ვადით, ვინაიდან ყველა განსასჯელი მსჯავრდებულია წარსულში ჩადენილი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთათვის, მათ მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნა მოხდა განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით - 25 წლამდე ვადის ფარგლებში.

საქმე ეხება 2009 წლის 18 აპრილს სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა #5 დაწესებულებაში მომხდარ ბუნტს.

სასამართლოს ინფორმაციით, მსჯავრდებულთა დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2009 წლის 18 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა N5 დაწესებულების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 2009 წლის 18 აპრილის პრეზიდენტის განკარგულებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა სია.

მსჯავრდებულთა ნაწილი, რომელიც შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა, შეიარაღდა ხელჯოხებითა და სხვადასხვა საგნებით და მოუწოდა სხვა მსჯავრდებულებსაც მათთვის დაეჭირათ მხარი. მსჯავრდებულები არ დაემორჩილნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნას, ცეცხლის წაკიდებითა და სხვა საშუალებებით დააზიანეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ინვენტარი და გაანადგურეს დოკუმენტაცია. საბოლოოდ, დანაშაული აღკვეთილი იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები