კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკარგულ მოზარდებს უშედეგოდ ეძებენ

6 ოქტომბერი, 2010
სამართალდამცავები კახეთში დაკარგულ მოზარდებს უშედეგოდ ეძებენ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები 14 წლის ვასილ წიკლაურის მოსაძებნად სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებში შს სიღნაღის რაიონული სამმართველო და სასაზღვრო პოლიციაც ჩაერთო. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებ 17 წლის გიგა ელიზბარაშვილს კი გურჯაანის პოლიცია ეძებს.

არხილოსკალოს მაცხოვრებლების თქმით, ვასილ წიკლაურმა 26 სექტემბერს სახლიდან ძაღლი წაიყვანა დასაგეშად, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულა.

დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსის, გელა ბუნტურის განმარტებით, ბავშვის ძებნა გრძელდება, მაგრამ კვალი არ ჩანს.

სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები 17 წლის გიგა ელიზბარაშვილი კი ახლობლებმა ბოლოს 22 სექტემბერს ნახეს. დედამისის თქმით, გიგა იმავე სოფელში ბიძამისის რთველში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები