კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთის ინდუსტრიული ზონით ქართველებზე მეტად უცხოელები ინტერესდებიან

7 ოქტომბერი, 2010
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით ქართველებზე მეტად უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან. ინდუსტრიული ზონაში დარეგისტრირებული 22 კომპანიიდან ქართული მხოლოდ ცხრაა. დანარჩენი კომპანიები ძირითადად ირანიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან და ამერიკიდან არიან.

ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც ფოთის თიზ–ში იმუშავებენ, მთელი რიგი გადასახადებისგან თავისუფლდებიან. მათ შორისაა იმპორტის და ქონების გადასახადი, ასევე 15%–იანი საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადი. ფოთის თავისუფალი ინდუსტრული ზონა 300 ჰექტარზეა განთავსებული.

ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან. თუმცა, ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი ძირითადად ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება. ასოციაციის წევრების თქმითვე, შესაძლოა ქართული ბიზნესი ინდუსტრიული ზონის ამუშავებას ელოდება, რომ იქ მომუშავე კომპანიებს დააკვირდეს.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები