კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიას დასკვნით, კონსტიტუციის არსებული პროექტი დასახვეწია და პარლამენტმა მესამე მოსმენით არ უნდა მიიღოს

7 ოქტომბერი, 2010
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში უარყოფითად არის შეფასებული ახალი კონსტიტუციის მიღების დაჩქარებული ტემპი, რამაც საია-ს აზრით, ცაიტნოტში ჩააყენა საზოგადოება გამოეთქვა და დაეცვა საკუთარი შეხედულება.

დასკვნა დღეს მედიის წარმომადგენლებს საია-ს თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა გააცნო. დოკუმენტში საია კიდევ ერთხელ სვამს კითხვას - რატომ ეჩქარება საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს კონსტიტუციის ძირეული დებულებები მაშინ, როდესაც ცვლილებათა დიდი ნაწილი ძალაში მხოლოდ 3 წლის შემდეგ - 2013 წლის 1 დეკემბერს შედის?! საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ ვერ მიაღწია გამოცხადებულ ორ მიზანს - ახალი საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო მომხდარიყო საზოგადოების კონსოლიდაცია და შექმნილიყო სახელისუფლებო განშტოებათა ეფექტური, გაწონასწორებული სისტემა.

საია-ს სამართლებრივი ანალიზით, კონსტიტუციური კანონით წარმოდგენილი ვარიანტი არ შეესაბამება საქართველოში მმართველობის სფეროში არსებულ გამოწვევებს. იგი ვერ გვთავაზობს ადამიანის უფლებებისა და საკუთრების დაცვის არსებით გარანტიებს. ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის თვალსაზრისით კი, პარლამენტის როლი უკიდურესად სუსტია, ხოლო მთავრობა, კერძოდ - პრემიერ მინისტრი, ქვეყანას ძალაუფლების მატარებელ მონსტრად ევლინება.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პრემიერის მიერ ნდობაგამოცხადებული მთავრობის სრული შემადგენლობის შეცვლის უფლებამოსილება, რა დროსაც პარლამენტის როლი უგულებელყოფილია. ასევე, უკიდურესად გართულებულია და დროში გაწელილია ნდობის გამოცხადების პროცედურა. ასოციაცია ასევე მიიჩნევს, რომ ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ბუნდოვანი ჩანაწერით ზრდის ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლის შესაძლებლობას. ამის გათვალისიწნებით, ახალგაზრდა იურისტებს მიაჩნიათ, რომ არსებული პროექტი საჭიროებს დახვეწას და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით არ უნდა მიიღოს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნას პარლამენტს დღესვე წარუდგენს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები