კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კიდობანისა“ და „პასაჟის“ ინდმეწარმეების აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა თითქმის სრულად დაკმაყოფილა

7 ოქტომბერი, 2010
სავაჭრო ცენტრების „კიდობანის“ და „პასაჟის“ დაკავებული ინდმეწარმეების მიმართ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნა თითქმის სრულად დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ 10 ბრალდებულს, რომელთა მიმართაც გამოძიება დაპატიმრებას ითხოვდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა, ასევე, რვა ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნაც. ერთადერთი ცვლილება, რაც მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობაში შეიტანა, გირაოს თანხას ეხება. მან რამდენიმე ბრალდებულს გირაოს თანხა 500-500 ლარით შეუმცირა. 8 ბრალდებულს 5000 ლარიდან 10 000 ლარამდე გირაო შეეფარდა.

მათ შორის, ვისაც დაპატიმრება შეეფარდა, არიან შპს „ტრანსის“ თანამშრომლები და ის ინდმეწარმეები, რომლებსაც საქართველოში 7000 დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი შემოჰქონდათ; ვისაც 5000 დოლარზე ნაკლები ღირებულების საქონელი აღმოაჩნდათ, გირაო შეეფარდათ.

მათ ბარალად ედებათ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების გამოყენება, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სულ დაკავებულია 36 ადამიანი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავის შუამდგომლობაში 10 ბრალდებულის, მათ შორის შპს „ტრანსის“ თანამშრომლების მიმართ დაპატიმრება მოითხოვა, 8 ბრალდებულის მიმართ კი – გირაო 5000-დან 10000 ლარამდე.

გამოძიებამ დაპატიმრება მოითხოვა იმ ინდმეწარმეების მიმართ, რომელთა კუთვნილი საქონლის ღირებულებაც 7000 დოლარზე ზემოთ იყო. იმ ინდმეწარმეების მიმართ კი, ვისი საქონლის ღირებულებაც 5000 დოლარზე ნაკლები იყო – გირაო. ვისაც 800 დოლარის საქონელი ჩამოჰქონდა, გირაოს თანხად განუსაზღვრა 5000 ლარი, უფრო მაღალი ღირებულების საქონელზე კი, 10000 ლარი.

ადვოკატები ბრალდების მოთხოვნას არ დაეთანხმნენ. მათ განაცხადეს, რომ ბრალდებამ აღმკვეთი ღონისძიების აუცილებლობა ვერ დაასაბუთა. ადვოკატები მაქსიმალურად მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება ან აღმკვეთი ღონისძიების გარეშე ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ბრალდებას არ ეთანხმებიან შპს "ტრანსის" ადვოკატებიც. მათი ადვოკატის, დავით აბესაძის განცხადებით, ინვოისები თურქეთშია დამზადებული, სადაც საქონლის დასახელება და ღირებულებაა მითითებული. ამ ინვოისების საფუძველზე "ტრანსმა" საბაჟო გადასახადები გადაიხადა და სახელმწიფოს ზარალი ერთი თეთრითაც არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა დღეს მხოლოდ 18 ბრალდებულის საქმე განიხილა. მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის II ნაწილით ედებათ, რაც ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულები სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 15-მა სპეცრაზმელმა მოიყვანა. სასამართლო კიდევ 19 ინდმეწარმის საქმეს განიხილავს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები