კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ზედგინიძე სლოტკლუბში მოგებულ 2 მილიონ 700 000 ლარს ამ დრომდე ითხოვს

11 ოქტომბერი, 2010
30 წლის ირაკლი ზედგინიძე სლოტკლუბ „ვეგასში“ მოგებულ 2 მილიონ 700 ათას ლარს ამ დრომდე ითხოვს.

8 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ზედგინიძის ადვოკატმა, გიორგი ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ბრძოლას სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე გააგრძელებენ და თუ საჭირო გახდება, საქმეს სტრასბურგის სასამართლომდე მიიყვანენ.

მისივე განმარტებით, „ვეგასისთვის“ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სასამართლოს, პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს უკვე მიმართა.

ადვოკატის განმარტებით, საქმეში ხელისუფლებაც უნდა ჩაერიოს და „ვეგასი“ დაავალდებულოს თანხის გადახდაში, ვინაიდან ქვეყნის პრესტიჟს ეხება საქმე.

„სლოტკლუბებსა და სამორინეებში საქართველოში ბევრი უცხოელიც შედის. როდესაც პრეცედენტი იარსებებს, რომ მოთამაშეებს მოგებულ თანხას არ აძლევენ, ნდობა შემცირდება. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, მოთამაშისთვის სამორინეებს მოგებული თანხა არ მიეცათ. 10 000 და 20 000 ლარებს რომ აგებდნენ „ვეგასში“ მოთამაშეები, მაშინ აპარატი ხომ ვარგოდა?! ახლა აღმოჩნდა, რომ აპარატმა აურია?“, - განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა და განმარტა, რომ მოგების გაუცემლობით სახელმწიფო ბიუჯეტიც ზარალდება - მოგებული თანხიდან ზედგენიძემ სახელმწიფოს მოგების გადასახადი უნდა გადაუხადოს, რაც ამ შემთხვევაში ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

ზედგინიძის მიერ 2 მილიონ 700 000 ლარის მოგება, ადვოკატის თქმით, მტკიცებულებებითაც არის დადასტურებული. არსებობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილი ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ზედგინიძემ თანხა მოიგო.

ზედგინიძემ თამაში ერთი ლარით დაიწყო, ჯეკპოტი კი სათამაშო აპარატზე მოხსნა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები