კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონი ნანეტაშვილის სამედიცინო ცნობის გაცემას ექიმის გათავისუფლება მოჰყვა

15 ოქტომბერი, 2010
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ექიმი ირაკლი ფირცხალაიშვილი  გაათავისუფლეს. ამის მიზეზი, სანდო წყაროს ცნობით, ტელეკოპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის სამედიცინო ცნობის გაცემა გახდა.
 
ირაკლი ფირცხალაიშვილმა  სამედიცინო ჟურნალში ჯონი ნანეტაშვილის სხეულის დაზიანების სიმძიმესთან ერთად დააფიქსირა ისიც, რომ იგი ნაცემი იყო  საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

ირაკლი ფირცხალაიშვილი გორის ჰოსპიტალში ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა. ფირცხალაიშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა პასუხი მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დააფიქსირა  სამედიცინო ჟურნალში,  ნანეტაშვილის განცხადება, რომ მისი ცემის ფაქტი მოხდა სამართალდამცავების მიერ.

ტელეკოპანია ,,თრიალეთი“ უკანონოდ მიიჩნევს ჰოსპიტალის ხელმძღვანელის მხრიდან ირაკლი ფირცხალაიშვილის  გათავისუფლებას, რადგან მან პროფესიული მოვალეობა პირნათლად შეასრულა.

მივმართავთ, საქართველოს პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ყველა პოლიტიკოსს, რომ შეისწავლონ ეს საკითხი და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, რათა არ მოხდეს პრეცედენტი, რომ ექიმი  დაისაჯოს პროფესიული მოვალეობის პირნათლად  შესრულებისთვის.


"თრიალეთი"

ახალი ამბები