კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში: გამოწვევები, წინააღმდეგობები და გაუმჯობესების პერსპექტივები”

18 ოქტომბერი, 2010
2010 წლის 12 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში: გამოწვევები,  წინააღმდეგობები  და გაუმჯობესების პერსპექტივები”

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრი და პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოდან და საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლები.

უფლებადამცველებმა წარმოადგინეს კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული პროცესების მდგომარეობის შესახებ საქართველოში, განისაზღვრა პრობლემური სფეროები და ბოლოდროინდელი ცვლილებები ამ სფეროში.

მონაწილეებმა გამოხატეს ღრმა ინტერესი განხილული საკითხებისადმი და დადებითად შეაფასეს მსგავსი ღონისძიებები, რადგან ასეთ ფორმატში მათ შესაძლებლობა ეძლევათ მოუსმინონ სამოქალაქო საზოგადოებას და გაიგონ, თუ როგორ აღიქვამენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები.

ღონისძიება ჩატარდა პროექტ “უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიული ქსელის შექმნა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები