კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა - მიშა ჟორჟოლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

18 ოქტომბერი, 2010
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა და კრიმინალური პოლიციის შეფის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა - მიშა ჟორჟოლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როგორც „პირველს“ ჟორჟოლიანის ადვოკატმა არჩილ შავყულაშვილმა განუცხადა, ჟორჟოლიანი პატიმრობიდან გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ადვოკატი გირაოს თანხას არ ასახელებს.

„პირველის“ ინფორმაციით, თავისუფლები არიან ასევე ჟორჟოლიანთან ერთად დაკავებულები: დავით ბენიძე, კონსტანტინე ჩაჩავა და ირაკლი ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ მიმდინარე წლის აპრილში პოლიციის გენერალ-მაიორის, სოდ-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ცოლისძმა მიშა ჟორჟოლიანი და თავდაცვის ყოფილი მინიტრის დავით კეზერაშვილის მეგობარი - დავით ბენიძე ქუჩური გარჩევების დროს დააკავა. მათთან ერთად აიყვანეს მათი კიდევ ორი მეგობარი - კონსტანტინე ჩაჩავა და ირაკლი ღლონტი.

ოთხივე მათგანს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 353-ე მუხლის მეორე პუნქტით წაუყენეს - წინააღმდეგობა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები