00:33, Monday, 25.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

განათლების სამინისტრო პროფესიულ სასწავლებლებს აუქმებს

18.10.2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

განათლების სამინისტრომ ქუთაისში #2 პროფესიული სწავლების ცენტრი გააუქმა. ლიკვიდაციის შედეგად ორმოცამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სასწავლებელი უკანონოდ, ყოველგვარი პროცედურების დარღვევით გაუქმდა. განათლების მინისტრის ბრძანებას საქართველოში სულ 14 პროფესიული სასწავლებელი შეეწირა.

„განათლების სამინისტრომ ვანდალური საქციელი ჩაიდინა. არც გაგვაფრთხილა, ქუჩაში ისე გაგვყარა. ყველაფერი ყოველგვარი წესისა და კანონის დარღვევით განხორციელდა. განათლების მინისტრის ბრძანება #700 (სანამ ჩვენამდე მოვიდოდა) ჯერ იუსტიციის სამინისტროში უნდა გაგზავნილიყო, განმარტებითი ბარათით - რის საფუძველზე ხდება ამ სასწავლებლის ლიკვიდაცია. იუსტიციის სამინისტროს დასტურის შემდეგ მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ ჩვენთვის წინასწარ უნდა ეცნობებინათ და ამის შემდეგ დაწყებულიყო სალიკვიდაციო პროცესი. ეს პროცედურა საჭიროდაც არ ჩათვალეს. გამოგვიცხადეს და ეგრევე ქუჩაში გამოგვისროლეს“, - აცხადებს #2 პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ კაშია.

აღნიშნული პროფესიული სწავლების ცენტრის წინამორბედი სასწავლებლის, ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაცია სამი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ერთი წლის წინ მისი საბოლოო რეორგანიზაცია მოხდა და იგი #2 პროფესიული სწავლების ცენტრად გადაკეთდა.

შერეული პროფილის სასწავლებელში, რომელიც მდივან-რეფერანტებს, ავეჯის ოსტატებს, ლანდშაფტის დიზაინერებს და სხვა პროფესიის სპეციალისტებს ამზადებდა, სასწავლო წელი 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო. თუმცა, განათლების მინისტრის 14 სექტემბრით დათარიღებული ბრძანება #700-ის საფუძველზე ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელობას სალიკვიდაციო კომისიის შექმნა დაევალა. აღნიშნულის შესახებ სასწავლებლის პედაგოგ-თანამშრომლებისთვის მხოლოდ 15 სექტემბერს გახდა ცნობილი.

„ამხელა პროფილის სასწავლებელს როცა აუქმებენ და ამდენ ადამიანს ულუკმაპუროდ ტოვებენ, იმის ღირსად მაინც უნდა ჩაგვთვალონ, რომ მოვიდნენ და ამის შესახებ გვაცნობონ. ჩვენთვის მსგავსი არავის არაფერი უთქვამს. დაიწყო ახალი სასწავლო წელი, მივედით სამსახურში და ასეთი ამბავი დაგვხვდა. მთელი ზაფხული შვებულებაში ვიყავით. მაშინ მაინც ეთქვათ, იქნებ სხვა სამსახური გვეპოვა. ეს რესურს-ცენტრს უნდა გაეკეთებინა, საქმის კურსში უნდა ჩავეყენებინეთ. ახლა რა უნდა ვქნათ?  არც არაფერს გვეუბნებიან და ალტერნატიულ სამსახურზეც არავინ საუბრობს“, - აცხადებს სასწავლო ცენტრის პედაგოგი მაგული გურული.

ქუთაისის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ყველაფერი კანონის გათვალისწინებით მოხდა. ლიკვიდაცია მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა.

„ეს პროცესი რეფორმის ნაწილია. იქმნება საზოგადოებრივი კოლეჯები, სადაც ბავშვები ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებს შეისწავლიან. გარდა ამისა, უნივერსიტეტებში გაიხსნება პროფესიული სწავლების ცენტრები, სადაც, ასევე, რეალურად მოთხოვნადი სპეციალობების სწავლება განხორციელდება,“ - აცხადებს ქუთაისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე. 

ლიკვიდირებული სასწავლებლის თანამშრომლები აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ მათი უფლებები დაარღვია, რისთვისაც კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.  

„საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა, კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მომხდარიყო. კერძოდ, ლიკვიდაციის შესახებ მუშაკს უნდა ეცნობოს (მუხლი 42) წერილობით, მინიმუმ ერთი თვით ადრე და მიეცეს გასასვლელი თანხა, ერთი თვის საშუალო ხელფასისა. გარდა ამისა, მას უნარჩუნდება საშუალო ხელფასი სამუშაოს მოძებნამდე 2 თვის განმავლობაში. ამ ადამიანების შემთხვევაში ასე არ მოხდა. ისინი ხელისუფლებამ პრაქტიკულად ქუჩაში გამოისროლა“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე.

მისი განმარტებით, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისე ქუთაისის რესურს-ცენტრის მიერ დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის (ასევე, კონსტიტუციის) გარკვეული მუხლები, რისთვისაც დაზარალებულმა მხარემ ქუთაისის საქალაქო  სასამართლოს უკვე მიმართა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: უცხო
2010-12-31 15:46
ქუთაისის განათლების სამინისტრო ქრთამისტებით არის სავსე. დირექტორები ქრთამით ინიშნებიან,მაგრამ ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC