კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხურჩაში აფხაზი ეროვნების მოქალაქე გაუჩინარდა

18 ოქტომბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გაუჩინარდა 45 წლის აფხაზი ეროვნების გარი ჯოპუა, რომელმაც ადმინისტრაციული საზღვარი სოფელ ხურჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოკვეთა საკუთარი „გაზელის“ მოდელის ავტომანქანით. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი ტვირთის გადასატანად იყო გადმოსული სოფლის მაცხოვრებლებთან, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ჯოპუას გაუჩინარება, სავარაუდოდ, ქართველი სამართალდამცველების ქმედებებს უკავშირდება.

ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, აფხაზი ეროვნების მოქალაქე ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება, თუმცა პოლიციის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას უარყოფენ. მოსახლეობის განცხადებით, გარი ჯოპუა სავარაუდოდ ნაცემია და ამიტომ მის სანახავად არავის უშვენებენ. ზოგიერთის განცხადებით კი, ის თბილისშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის დაკავებულის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა საქართველოში მოქმედ ევროკავშირის სადამკვირებლო მისიას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ევროკავშირის მისიას საქართველოში და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დაინტერესდნენ ამ ფაქტით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები