კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში ტელეკომპანიების „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირება ისევ შეწყვეტილია

18 ოქტომბერი, 2010
თელავში საკაბელო ტელეკომპანია „გორდას“ „მაესტროს“ და „კავკასიის“ გადაცემების ტრანსლირება ისევ შეწყვეტილი აქვს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ტელეკომპანია „გორდას“ ადმინისტრაციაში განუცხადეს, „მაესტროს“ და „კავკასიის“ მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი ტექნიკური დაზიანებებია.

„შეწყვეტილი გვაქვს „მაესტროს“, „კავკასიის“ და „NTV+“-ის ტრანსლირება. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ტელევიზიაში სერიოზულ ხარვეზებს აქვს ადგილი. ველოდებით ნაწილებს და როგორც კი ტექნიკურ დაზიანებებს აღმოვფხვრით, სამივე ტელეკომპანიის ტრანსლირება აღდგება,“ - განაცხადა ტელეკომპანია „გორდას“ ოფის-მენეჯერმა მაყვალა ავალიშვილმა.

თელავის საკაბელო ტელევიზიამ „მაესტროს“ და „კავკასიის“ გადაცემების ტრანსლირება 29 სექტემბერს შეწყვიტა.

„კავკასიის“ დამფუძნებლმა დავით აქუბარდიამ კახეთის საინფორმაციო ცენტთან საუბრისას განაცხადა, რომ თელავში მათი არხის გათიშვა პოლიტიკურ დაკვეთასთან არის კავშირში. აქუბარდიას თქმით, არავითარი ტექნიკური ხარვეზი არ არსებობს არხის გასათიშად და ეს მხოლოდ მიზეზია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები