კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პერევში არსებულ ვითარებაზე განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება

18 ოქტომბერი, 2010
საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არსებულ ვითარებაზე განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. 17 ოქტომბრის ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა გასვლის პროცესი უკვე დაიწყეს და სამორიგეო ჯიხურიდან ინვენტარიც გაჰქონდათ.  ამასთან, სოფლის შესასვლელში ორივე შლაგბაუმი მოხსნეს.

18 ოქტომბერს კი „ინტერპრესნიუსს“ პერევის მოსახლეობამ აცნობა, რომ რუსულ პოსტზე ორი რუსი მესაზღვრე, სავარაუდოდ, საგუშაგოს გაუქმების შემდეგაც იმორიგევებს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ რუსმა მესაზღვრეებმა მოსახლეობასთან საუბარში თავად განაცახდეს.

„დღეს დილით პოსტზე ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაგვატარეს. აღარც დოკუმენტები მოუთხოვიათ და აღარც რეგისტრაციაში გავუტარებივართ. მხოლოდ ავტობუსში შემოიხედეს. პოსტზე მხოლოდ ორი მესაზღვრე მორიგეობს. მათ გვითხრეს, რომ შესაძლებელია, სრულად არ დატოვონ პერევი და ორმა მესაზღვრემ მუდმივად იმორიგეოს, თუმცა პასპორტების შემოწმება და რეგისტრაცია გაუქმდება“, - განაცხადეს პერეველებმა.

საჩხერის რაიონის სოფელ პერევის შესასვლელში, რუსულ პოსტზე კონტროლოს შესუსტება 17 ოქტომბერს დაიწყო.

პერევის რუსული პოსტიდან რუსი სამხედროების გასვლის დაწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ქართული მხარისთვის ცნობილია, რომ პერევის რუსულ პოსტზე მოსახლეობის კონტროლის რეჟიმი შესუსტდა.

„ჩვენ ვაკვირდებით მათ მოქმედებებს. სამწუხაროდ, ამ დრომდე სოფლიდან გასულები არ არიან. პერევიდან რუსი სამხედროები როცა გავლენ, სოფელში ჩვენ და ევროკავშირის დამკვირვებლები შევალთ“, - განაცხადა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ სამხედროების საბოლოოდ გასვლის ზუსტი თარიღი უცნობია.

14 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რუსი მესაზღვრეები საჩხერის რაიონის სოფელ პერევს დატოვებენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე განლაგდებიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები