კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მორწმუნე მუსულმანთა კავშირი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს

18 ოქტომბერი, 2010
მორწმუნე მუსულმანთა კავშირი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელდარ მამედიაროვს მიმართავს. კავშირის აღმასრულებელი ორგანოს ახუნდი რიზვან ალზამოვი აზერბაიჯანის ხელისუფლებას საინგილოში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვას სთხოვს.

„საქართველოში აზერბაიჯანელების უფლებები ეთნიკური და რელიგიური ნიშნით არ იზღუდება და არ ირღვევა. ჩვენ მეჩეთებში თავისუფლად ვლოცულობთ და არავინ გვიკრძალავს მის გაფართოებასაც კი. ჩვენგან განსხვავებით, საინგილოში მცხოვრებ ქართველებს იქაური ხელისუფლებისა და სამართალდამცავებისგან არაერთხელ შეექმნათ და აქვთ პრობლემები. საინგილოში მცხოვრებ ქართველებს ამ დრომდე არ ეძლევათ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში თავისუფლად შესვლის და ლოცვის საშუალება. თხოვნით მივმართავთ აზერბაიჯანის საგარეოს საქმეთა მინისტრს, ბატონ ელდარ მამედიაროვს, სამთავრობო დონეზე დააყენოს საინგილოში მცხოვრებ ქართველებზე ზეწოლის აღკვეთის საკითხი“, - აღნიშნულია მორწმუნე მუსულმანთა კავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს 14 ოქტომბერს ეწვია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები