კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში სტალინის ძეგლის დემონტაჟს სტალინელები პროტესტით შეხვდნენ

19 ოქტომბერი, 2010
ქუთაისში გამარჯვების მოედანზე სტალინის ძეგლის აღებას სტალინელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. სტალინის სკვერში სხვადასხვა დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ, დღეს იმავე სკვერში „დიდი ბელადის“ ძეგლის დემონტაჟს აპროტესტებენ.

„როგორც ჩანს, ქუთაისში „დიდების მემორიალის“ ტრაგიკული დემონტაჟი ამ ხელისუფლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს ხალხი ცდილობს, წარსული გაგვინადგუროს. ახლა სტალინის ძეგლს მიადგნენ და ასე, ნელ-ნელა, ჩვენი ქვეყნის ისტორიას ტალახს ესვრიან. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საქართველოს ისტორია „ვარდების რევოლუციით“ იწყება. ასე არაა... ეს უკვე მეტისმეტია და იმის ბრალია, რომ ამ ფაქტების გამო პასუხს არავინ ითხოვს,“ - აცხადებს ქუთაისელი თამაზ გიორგაძე.

მისი და სხვა თანამოაზრეთა განმარტებით, ძეგლის აღებისთვის პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა დაეკისროს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ დემონტაჟი ადგილობრივ ხელისუფლებას არ განუხორციელებია.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები