კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ორი ისრაელელი ბიზნესმენის დაპატიმრება ავნებს თუ არა ეკონომიკურ ურთიერთობებს?

20 ოქტომბერი, 2010
ილა შვიდლერი, Haaretz

29 წლის ვერა ქობალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია. ქობალია სოხუმში დაიბადა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა კანადაში. 1999 წელს დაამთავრა კინგ ჯორჯის კოლეჯი, შემდეგ ტექნოლოგიების ბრიტანული კოლუმბიის ინსტიტუტი. საქართველოში თებერვალში დაბრუნდა და 2 ივლისს მინისტრად დანიშნეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი Haaretz-ს  ისრაელთან მომავალი კავშირების შესახებ ესაუბრება. Humanrights.ge გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.

- ისრაელელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ინვესტირება ღირებულია?

- გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ მსგავს სიტუაციაში ვართ, როცა გარემო ყოველთვის მეგობრული არ არის. ინვესტორები შეერთებული შტატებიდან ან ევროკავშირიდან შეთანხმების გაფორმებას როცა გეგმავენ, ისინი ყოველთვის კითხულობენ შესაძლო რისკების დონეს, განსაკუთრებით - ჩრდილოეთიდან, რუსეთისგან, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ. ისრაელელი ინვესტორები რისკების შესახებ კითხვებს საერთოდ არ სვამენ – ბოლოს და ბოლოს, ისინიც ხომ დიდწილად მტრულ გარემოში არიან და ძალიან კარგად ესმით ჩვენი და ჩვენი საჭიროებების.

- ხომ არ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ორი ისრაელელი ბიზნესმენის რონ ფუქსის და ზევ ფრენკელის დაპატიმრება?

- იცით, საქართველოს მთავრობამ ბევრ სფეროში არაერთი რეფორმა განახორციელა, მათ შორის პოლიციის ძალებში [დაახლოებით 30 000 პოლიციელი თითქმის ერთდროულად სახლში გაუშვეს]. რეფორმის მიზანი იყო კორუფციის მოსპობა, რომელიც ყველაფერს ხრავდა ჩვენს ქვეყანაში. ახლა ჩვენი ბიზნესმენები დაცულები არიან და მხოლოდ გადასახადებს იხდიან და მეტს არაფერს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ქრთამის მიცემის მცდელობა კანონთან შესაბამისობაში იქნება შესწავლილი. რა თქმა უნდა ფრენკელი და ფუქსი უდანაშაულოები არიან მანამ, ვიდრე სხვა რამ არ დამტკიცდება. ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან შესაბამისი დაცვით, რათა შესძლონ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება.

- მაგრამ სამოცდღიანი დაკავება სასამართლო პროცესამდე მათ წინააღმდეგ არსებული ეჭვების სერიოზულობას არ ადასტურებს?

- ეს სასამართლო წესებია. მე ამ საკითხებში კარგად ვერ ვერკვევი.

- პრეზიდენტმა შიმონ პერესემა მის ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილს ამ ორი ადამიანის გათავისუფლება სთხოვა. ეს თხოვნა შედეგს გამოიღებს?

- სააკაშვილთან ძირითადად ეკონომიკის საკითხებზე ვსაუბრობ. ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ.

- რა რეაქცია გქონდათ რუსეთის მხრიდან თქვენი პროდუქციის ბოიკოტზე, მათ შორის მაღალი ხარისხის ბორჯომის მინერალურ წყალზე და საფერავის ღვინოზე? განცხადებები ისე ჟღერდა, თითქოს რუსებმა მათში პერიოდულობის ცხრილის ყველა ელემენტი აღმოაჩინეს.

- არადა დღეს ისე სჩანს, თითქოს მათ თავიანთი ემბარგოთი საქმე გაგვიკეთეს. ბოიკოტამდე რუსეთში ექსპორტი უფრო დაბალი ხარისხის იყო, რასაც ისინი უწოდებენ „ღვინოს წყლითა და შაქრით“. ახლა ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტები გვაქვს დასავლეთში და ასევე ისრაელში ექსპორტისთვის.

- როგორია ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა?

- ვფიქრობ ძალიან დაბალი, ალბათ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი. ამას სერიოზული განახლება სჭირდება და ვფიქრობ, რომ ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ბოლოს და ბოლოს არც თუ ბევრია ისეთი ქვეყანა რომელიც ისრაელთან ვაჭრობითაა დაინტერესებული და მისკენ თვითმფრინავით მგზავრობისთვის ორი საათი სჭირდება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ისრაელის და საქართველოს ურთიერთობებში კულტურული კავშირების და სპორტული შეჯიბრების მხრივ დეფიციტია, იმ ფონზეც კი რომ დაახლოებით 55 000 ქართულენოვანი ადამიანი ცხოვრობს ისრაელში?

- ამის თაობაზე ჩვენს კულტურის მინისტრს აუცილებლად დაველაპარაკები. სხვათაშორის, დღეს მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც გაზრდის თელ-ავივიდან – თბილისისკენ და პირიქით, ყოველკვირეული ფრენების რიცხვს ექვსიდან ათ რეისამდე. ყველა ეს რეისი გადატვირთულია და არსებობს მათი გაზრდის აუცილებლობა.

- რას გვეტყვით ღამის კლუბის ისტორიაზე, სადაც მთავარ როლში იყავით და რაც ამ ზაფხულში გამოქვეყნდა?

- არავინ იცის ერთ მშვენიერ დღეს ვის, სად და რომელ მაღალ თანამდებობაზე დანიშნავენ, თუკი სერიოზული პასუხი გაინტერესებთ – წლების წინ როდესაც კანადაში ვსწავლობდი, მეგობრებთან ერთად ფლორიდაში არდადეგებზე გავემგზავრე. ვიყავით ჩვეულებრივ ღამის კლუბში და ვცეკვავდით. მას შემდეგ რაც მინისტრად დამნიშნეს, ოპოზიციურმა გაზეთმა თბილისში ამ წვეულების შესახებ დაწერა და ფოტო გამოაქვეყნა.

რუსულმა მედიამ ამით ისარგებლა და ისტორია წარმოუდგენელ მასშტაბებამდე გაბერა. ერთ გაზეთში ეწერა, რომ ეს სტრიპტიზ-კლუბი იყო, მეორეში მაზოხისტების სტრიპტიზ–კლუბი, ათასგვარი ინტერპრეტაციით. ეს ყველაფერი აბსურდია. საქართველოში ამას მშვიდად შეხვდნენ. ეს ისტორიები მართლაც არ მანაღვლებს.

ახალი ამბები