კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

21 ოქტომბერი, 2010
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ნდობით აღჭურვილმა პირმა ირა ნაწიფაშვილმა, თელავში, ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი კომპანიის წარმომადგენლისგან განმარტებას ითხოვდა, დავალიანების არ არსებობის მიუხედავად, რატომ არ მიეწოდება მას საცხოვრებელ სახლში ელექტროენერგია, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

„ირა ნაწიფაშვილმა მითხრა, მე არაფერი ვიცი, უფროსს დაურეკეო. უფროსი ტელეფონზე არ პასუხობდა. მერე სხვაგან გადამამისამართეს. ტელეფონზე არც მან მიპასუხა. კატეგორიულად მოვითხოვე განმარტების მიღება, რის შემდეგაც ირა ნაწიფაშვილი მეცა, დამკაწრა და დაზიანებები მომაყენა. მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი, რის გამოც იატაკზე დავარდა“, - აღნიშნავს რომან ქევხიშვილი.

მისივე თქმით, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ მისთვის უკანონოდ აქვს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი. „დავალიანება მქონდა და გადავიხადე. მე ელექტროენერგიას არ ვიპარავ, თუმცა მავალდებულებენ საუბნო მრიცხველის ჩვენებით გადავიხადო. მოვიდნენ და თავად გაარკვიონ ელექტროენერგიას ვინ იპარავს და გადახდის ვალდებულებაც მას დააკისრონ“, - ამბობს ქევხიშვილი.

ირა ნაწიფაშვილი შეურაცხყოფაში რომან ქევხიშვილს ადანაშაულებს. „მე არ ვარ კომპეტენტური მის კითხვებზე პასუხი გამეცა. მე მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადს ვაგროვებდი“, - აღნიშნა ნაწიფაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით შს თელავის სამმართველოში გამოძიება დაწყებული არ არის. სამმართველოს ინფორმაციით, პოლიციისთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები