კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მებაჟეები სტუდენტებს აზერბაიჯანიდან ჩანთის გადმოტანის საშუალებას არ აძლევენ

21 ოქტომბერი, 2010
საინგილოში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ლაგოდეხის საბაჟოს თანამშრომლებს უჩივიან. როგორც სტუდენტებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, მებაჟეები სტუდენტებს აზერბაიჯანიდან ჩანთის გადმოტანის საშუალებას არ აძლევენ.

„ჩანთებს ჩხრეკენ, ხშირ შემთხვევაში გვართმევენ, სად მიაქვთ შემოწმებისთვის არ ვიცით, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გვაძლევენ მისი წაღების საშუალებას. ამასობაში კი საჭმელი, რომელიც საინგილოდან მოგვაქვს, ცუდდება და ყველაფერი გადასაყრელი ხდება. გვინდოდა, დახმარებისთვის ლაგოდეხის საბაჟოს უფროსისთვის მიგვემართა, მაგრამ მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ან არ არის ხოლმე საბაჟოზე, ან სადაო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებს არ იღებს.  მებაჟეები კი პირად საუბარში გვეუბნებიან, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მითითებებს ასრულებენ“, - აღნიშნეს სტუდენტებმა.

ლაგოდეხის საბაჟოს უფროსის დიტო სახვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტებს აზერბაიჯანიდან შემოაქვთ იმაზე მეტი პროდუქტი, ვიდრე კანონით არის განსაზღვრული, დაიბეგრება და თანხა უნდა გადაიხადონ. „თანხას თუ არ იხდიან, ეს არ არის ჩემი პრობლემა. მაშინ ჩანთასაც ვერ წაიღებენ“, - აღნიშნა სახვაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები