კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეთა დიდი ნაწილი გაიფიცა

21 ოქტომბერი, 2010
ლილოს ბაზრობის მოვაჭრეთა დიდი ნაწილი გაფიცულია. სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი ბაზრობაზე დალუქული ან დაკეტილია. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, საგადასახადო პოლიტიკის შეცვლამდე ბაზრობაზე დაბრუნებას და ვაჭრობის განახლებას არ აპირებენ.

„ყოველ დღე საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები მიდიან ბაზრობაზე, ახორციელებენ საკონტროლო შესყიდვებს, რის შემდეგაც ინდმეწარმეებს აჯარიმებენ ან ულუქავენ მაღაზიებს. მაღაზიების დალუქვა ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს დალუქული რამდენიმე მაღაზიიდან ერთ-ერთი სწორედ საგადასახადო ზედნადებების არარსებობასთან დაკავშირებით დალუქეს. საგადასახადოს თანამშრომელმა განახორციელა საკონტროლო შესყიდვა, თეთრეულის მაღაზიიდან შეისყიდა 350 ლარად ღირებული საქონელი. მოვაჭრემ ჩეკი ამოურტყა, ხოლო ზედნადები არ გამოუწერა, რის გამოც აღნიშნული ფაქტი მაღაზიის დალუქვის და მეწარმის დაჯარიმების საფუძველი გახდა“, - ამბობენ მოვაჭრეები.

მათივე ინფორმაციით, ასეთივე მექანიზმით დალუქეს და დააჯარიმეს სხვა მაღაზიებიც. ლილოს ბაზრობის ინდმეწარმეები ფიქსირებულ გადასახადებს ან რამდენიმე წლის წინ ჩამოტანილი საქონლიდან დარჩენილი ნაშთის ჩამოწერას ითხოვენ.

„ამ საქონლის ზედნადები არა აქვთ. იმ პერიოდში არ იყო სავალდებულო ზედნადებების არსებობა და არ შეიძლება ახალი საგადასახადო პოლიტიკით წინა წლებში ჩამოტანილ საქონელზე დოკუმენტების მოთხოვნა“,- ამბობენ ისინი.

ამასთან, მოვაჭრეების პროტესტს დღეს შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც ბაზრობის დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს. ადგილზე მივიდნენ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა და გუბაზ სანკიძე.

დაკავებულია „ფორუმის“ ერთ-ერთი წევრი, დაზარალდნენ ჟურნალისტებიც. ნაცემია ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტი, დამტვრეულია ITV-ის ვიდეოკამერა.

„თუ საგადასახადო პოლიტიკა არ შეიცვლება, შეიცვლება ხელისუფლება!“ - განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, კახა შარტავამ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებთან შეხვედრისას. მისი თქმით, სწორედ ხელისუფლებისგან მოდის მოვაჭრეების დაჯარიმების დავალება; ხელისუფლების ინიციატივაა საგადასახადო პოლიტიკა, რომელსაც მოვაჭრეები თავს ვერ ართმევენ და მათ წნეხის ქვეშ აქცევს.

„უნდა შეიცვალოს რეჟიმი და სწორედ მაშინ შეიცვლება საგადასახადო პოლიტიკაც“, - განაცხადა კახა შარტავამ. მისი ინფორმაციით, მოვაჭრეებიდან დაკავებული არავინაა, არიან მხოლოდ დაჯარიმებულები საგადასახადო დოკუმენტაციის წესრიგში არარსებობასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ ლილოს ბაზრობაზე მაღაზიების დალუქვა უარყო და განაცხადა, რომ კანონი ყველამ ერთანირად უნდა დაიცვას.

„ლილოში არც ერთი ობიექტი დალუქული არ არის. კანონმდებლობით დადგენილი წესით, დოკუმენტაციის გამოწერა ევალება ყველა ადამიანს, ვინც ყიდის პროდუქციას. ამ დოკუმენტაციის გაუცემლობა ისჯება კანონით. ლილოში ტარდება საკონტროლო შესყიდვის, ინვენტარიზაციისა და სხვა პროცედურები, რაც სხვა დროსაც ტარდებოდა და ჩატარდება მომავალაშიც. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ კეთილსინდისიერი გადამხდელები, რომლებიც ჩვენგან დაცვას მოითხოვენ. ისინი როცა ყიდულობენ პროდუქციას, სჭირდებათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რასაც ვერ იღებენ. ჩვენ გვევალება, ისე გავაკეთოთ, რომ ყველა გადამხდელი იყოს ერთ პირობებში იყოს“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები